აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3

აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ #3

პოლონეთი

ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'

აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

აზიმიცინი ტაბლეტი 500მგ

შემადგენლობა:

​ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს, აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 101, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102,
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.


ჩვენება:

აზიმიცინი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი
  • შუა ყურის მწვავე ოტიტი.
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია.
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი); ზომიერიჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.


მიღება:

​ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი მიიღება პერორალურად.


დოზირება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში 45 კგ მეტი წონით:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, შუა ყურის ოტიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითერმის (erythema migrans) და ჩვეულებრივი აკნეს
გამოკლებით)
აზითრომიცინის საერთო დოზა არის 1,5გ 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთჯერადი დღიური დოზა). ალტერნატიულად, იგივე საერთო დოზა (1500 მგ) ასევე შეიძლება მიღებულ იქნას 5
დღის განმავლობაში: 500 მგ თერაპიის პირველ დღეს და 250 მგ თერაპიის მეორედან მეხუთე დღემდე.


მიგრირებადი ერითემა (Erythema migrans):
საერთო დოზა არის 3გ და მიიღება შემდეგნაირად: 1გ პირველ დღეს (2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, თითო 500 მგ), შემდეგ 500 მგ (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)
მეორედან მეხუთე დღემდე, ერთჯერადი დღიური დოზებით.


ზომიერი ჩვეულებრივი აკნე - მხოლოდ მოზრდილებში:
ჯამური დოზა არის 6 გ და რეკომენდებულია შემდეგი სახით მიღება: ერთი 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი 500 მგ- იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. თერაპიის მეორე კვირაში პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პირველი დოზის
მიღებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო შემდგომი რვა დოზა მიღებული უნდა იყოს 7 დღიანი ინტერვალით.
აზითრომიცინის მაღალი დოზის გამოყენების გამო ზემოხსენებულ დოზირების სქემაში, ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს მქონე პაციენტებში აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების
ფუნქციის მონიტორინგი აზითრომიცინით მკურნალობის ციკლამდე და მის დროს.
ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს ციკლური მკურნალობის ზემოაღნიშნული რეჟიმი (3 დღე + 9 კვირა) შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ ცალკეულ პაციენტში, ვინაიდან ამ
დრომდე არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ამ მკურნალობის რეჟიმის უსაფრთხოებას და ეფექტურობას ჩვეულებრივი აკნეს დროს.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები 1 გ (2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი დოზით.


პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით:
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის შემცირება. პრეპარატი არ უნდა
იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.


გამოყენების წესი:
აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.
500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით აზიმიცინის მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.


შენახვა:

​შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი