აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 30მლ ფლაკონი #1
აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 30მლ ფლაკონი #1

აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 30მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების, გულმკერდის ღრუს ორგანოების, ყელის ან ცხვირის ინფექციების დროს.

პროდუქტის შესახებ

აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 30მლ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება: მიღებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 209.6 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის ფისი, ალუბლის არომატი, ბანანის არომატი.


ჩვენებები:

  • ​გულმკერდის ღრუს ორგანოების, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი (ფარინგიტი) და სინუსიტი);
  • Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტი / ტონზილიტი, პენიცილინის  მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში;
  • ყურის მწვავე ინფექციები (შუა ყურის მწვავე ანთება(ოტიტი));
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (აბსცესი, ფურუნკული);
  • Chlamydia-თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • Haemophilus ducreyi-ით განპირობებული რბილი ქსოვილების წყლული და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები (თუმცა გამორიცხულ უნდა იქნას Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექცია).


მიღების წესი:

აზიმაკის სუსპენზია ინიშნება ძირითადად 45 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ბავშვებში.
ასევე გამოიყენება კაფსულის ყლაპვის პრობლემის მქონე მოზრდილებსა და შედარებით დიდი ასაკის ბავშვებში.
აზიმაკის მიიღება ხდება დღეში ერთხელ.
Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Nეისსერია გონორრჰოეაე-ით გამოწვეული, სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად, პერორალურად.
S. pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ აზიმაკი ინიშნება 5 დღის განმავლობაში, პირველ დღეს - 500 მგ დღეში და შემდეგ 250 მგ დღეში II-V დღეებში.
ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 1500 მგ, ანუ დღეში 500 მგ 3 დღის განმავლობაში.
45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილთა დოზა.
45 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს და ინიშნება 3 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკული ფარინგიტის გარდა, ბავშვებში საერთო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ ანუ ერთჯერადი დღიური დოზა - 10 მგ/კგ, 3 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ პირველ დღეს და შემდეგ 5 მგ/კგ II-V დღეს, 5 დღიანი კურსის დროს.
ყურის მწვავე ინფექციის (შუა ყურის მწვავე ოტიტი) დროს შესაძლებელია ერთჯერადად 30 მგ/კგ დოზის დანიშვნა.
პედიატრიული სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ ნაჩვენებია 10 მგ/კგ ან 20 მგ/კგ 3 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 500 მგ-ისა დღე-ღამეში.
იშვიათად, მაგრამ ექიმმა შეიძლება პრეპარატი განსხვავებული სქემით დანიშნოს.


შენახვა:

​პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25˚C  ტემპერატურაზე. მზა ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 5 დღის განმავლობაში.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
200მგ/5მლ
ფორმა
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზად