ამპიცილინი ნ/მ ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 500მგ ფლაკონი #1
ამპიცილინი ნ/მ ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად  500მგ ფლაკონი #1

ამპიცილინი ნ/მ ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 500მგ ფლაკონი #1

უკრაინა

კიევმედპრეპარატები
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ფლაკონი შეიცავს ამპიცილინს (ნატრიუმის მარილის სახით) - 0.5 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამპიცილინი ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფის, მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების უნარით.ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები (ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი);
• LOR - ორგანოების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ოტიტი);
• თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი);
• მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ინფექციები, პერიტონიტი);
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
• მენინგიტი;
• ენდოკარდიტი;
• სეფსისი.

მიღების წესები და დოზები
ამპიცილინის გამოყენების წინ საჭიროა განისაზღვროს დაავადების გამომწვევის მგრძნობელობა მის მიმართ. პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
მოზრდილებში პრეპარატის ერთჯერადი დოზაა 0.25-0.5 გ ყოველ 4-6 სთ-ში, სადღეღამისო დოზა - 1-3 გ. მძიმე ფორმის ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის 10 გ-მდე და მეტად გაზრდა. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7-14 დღე.
ახალშობილებში სადღეღამისო დოზაა 100 მგ/კგ სხეულის მასაზე, სხვა ასაკის ბავშვებში - 50 მგ/კგ სხეულის მასაზე; მძიმე დაავადებების დროს შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა. სადღეღამისო დოზა შეჰყავთ 4-6-ჯერ (ყოველ 4-6 სთ-ში).
საინიექციო ხსნარი ех tempore მზადდება.
კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავს უმატებენ 2 მლ საინიექციო წყალს.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გასტრიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, რინიტი, კვინკეს შეშუპება.
სხვა: თავის ტკივილი, ნეფრიტი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ამპიცილინის, სხვა პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და კარბაპენების მიმართ; ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი, თირკმლების უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (ანტიბიოტიკების გამოყენებით გამოწვეული კოლიტი).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ამპიცილინის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.ენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კიევმედპრეპარატები
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ამპიცილინი
დოზა
500მგ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი