ამიკანი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 500მგ/2მლ ფლაკონი #1
ამიკანი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 500მგ/2მლ ფლაკონი #1

ამიკანი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 500მგ/2მლ ფლაკონი #1

საბერძნეთი

ანფარმა

ამიკანის საინექციო ხსნარი გამოიყენება ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების დროს.

პროდუქტის შესახებ

ამიკანი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო 500მგ/2მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

​ხსნარის თითოეული მილილიტრი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მილიგრამ ამიკაცინს. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი და წყალი ინექციისთვის.


ჩვენებები:

ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციები.


დოზირება და მიღების წესი:

მედიკამენტი ჩვეულებრივ კეთდება კუნთში. შესაძლებელია მისი გამოყენება ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით. შესაძლებელია ასევე ამიკაცინის გამოყენება მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევის დროს, აბსცედირებული ღრუს, ფილტვის და ტვინის კავიტაციების ამოსარეცხად. დოზა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს ასაკზე, თანმხლებ ინფექციაზე, თირკმელების ფუნქციაზე, სმენის სიმახვილეზე, სხვა მედიკამენტების მიღებაზე და განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ჩვეულებისამებრ, იგი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში, 10 დღე.

მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: 15 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, დღეში ერთხელ ან ორ ტოლ დოზად გაყოფილი 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ. მთლიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1.5გ-ს.

12 წლამდე ბავშვებში: 15-20 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, დღეში ერთხელ ან ორ ტოლ დოზად გაყოფილი 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.

ახალშობილებში: საწყისი დოზაა 10 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, მომდევნო 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.

დღენაკლულ ახალშობილებში: 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.


ორსულობა და ლაქტაცია:

ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან ძუძუთი კვების შესახებ. მის მიერ მოხდება მედიკამენტის დანიშვნა თუ მოსალოდნელი სარგებელი გადაწონის ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.


მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

არ უნდა მოხდეს მედიკამენტის მიღების დროს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა თუ აღინიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა რამაც შესაძლოა შეამციროს მართვის უნარები.


შენახვის პირობები:

ამიკანი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. გახსნილი ფლაკონების გამოუყენებელი პორცია არ ინახება შემდგომი გამოყენებისთვის. გამზადებული საინექციო ან საინფუზიო ფორმები უნდა იქნეს გამოყენებული დაუყოვნებლივ.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ანფარმა
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
ამიკაცინი
დოზა
500მგ/2მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო. საინფუზიო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ამიკანი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო. საინფუზიო