კლარიტინი ტაბლეტი 10მგ #10
კლარიტინი ტაბლეტი 10მგ #10

კლარიტინი ტაბლეტი 10მგ #10

გერმანია

ბაიერ ბიტერფილდი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ლორატადინს; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.

ჩვენებები: კლარიტინი ნაჩვენებია ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 30კგ-ზე მეტი სხეულის მასით.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება: გამოყენების წესი: შიგნით ანუ პერორალურად. ტაბლეტის გამოყენება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
დოზირება: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 10მგ (1 ტაბლეტი) დღეღამეში ერთხელ.
ბავშვები: 2-12 წლამდე ბავშვები: დოზირება დამოკიდებულია წონაზე.
30კგ-ზე მეტი წონის დროს: 10მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
30კგ და ნაკლები წონის: ტაბლეტები დოზით 10მგ არ არის განკუთვნილი 30კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არსებობს პრეპარატის სხვა ფორმები, რომლებიც მიიღება 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა 30კგ-ზე ნაკლებია.
კლარიტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის და მონაცემები არ არსებობს.
პაციენტები ღვიძლის დისფუნქციით: პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციის მძიმე ფორმით, პრეპარატი უნდა დაინიშნოს უფრო მცირე საწყისი დოზით, რადგან შესაძლებელია ლორატადინის კლირენსის დაქვეითება. მოზრდილებსა და 30კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის რეკომენდებულ საწყის დოზას შეადგენს 10მგ-ს დღე გამოშვებით.
პაციენტები თირკმელების დისფუნქციით: თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
რიგითი დოზის გამოტოვებისას აუცილებელია გამოტოვებული დოზის მიღება რაც შეიძლება სწრაფად, შემდეგ უნდა დაუბრუნდნენ მიღების ჩვეულ სქემას. არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბაიერ ბიტერფილდი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ლორატადინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი