ფენისტილი გელი 0.1% 30გრ ტუბი #1
ფენისტილი გელი 0.1% 30გრ ტუბი #1

ფენისტილი გელი 0.1% 30გრ ტუბი #1

შვეიცარია

ჰალეონი

ფენისტილის გელი და მალამო ამცირებს ქავილს, ანთებასა და გაღიზიანებას, სწრაფად აწვდის შვებას მგრძნობიარე კანს.

პროდუქტის შესახებ

საერთაშორისო დასახელება

DIMETINDENE

მოქმედი ნივთიერება

დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პერორალური წვეთები: ფლაკონში 20 მლ
1 მლ (20 წვეთი) – დიმეთინდენის მალეატი 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეტილპარაჰიდროქსიბენზოატი (კონსერვანტი E218), ეთანოლი, დეჰიდროგენიზირებული ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდრატი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 30 გ
1 გ – დიმეთინდენის მალეატი 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი

ჩვენებები

  • ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:

    • ჭინჭრის ციება

    • წლიური ალერგიული რინიტი

    • წამლისმიერი და საკვებისმიერი ალერგია

    • ქოლესტაზთან დაკავშირებული ქავილი და სხვა კანის წარმოშობის ქავილი, მათ შორის დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს გამონაყარი

    • მწერების ნაკბენები

  • გელი გამოიყენება მზის ერითემიისა და ზედაპირული დამწვრობების დროს

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
საერთო დღიური დოზა: 3–6 მგ (60–120 წვეთი), დაყოფილი სამ მიღებაზე

  • 20–40 წვეთი დღეში 3-ჯერ

  • ძილიანობის მიდრეკილების მქონე პაციენტებისთვის: 40 წვეთი ძილის წინ (ვახშმობის დროს), 20 წვეთი დილით

1–12 წლის ბავშვები: დოზები განისაზღვრება ასაკის მიხედვით; დანიშვნის ჯერადობა – 3-ჯერ დღეში
გელი: კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2–4-ჯერ დღეში

შენიშვნა:

  • წვეთები არ უნდა ინახებოდეს მაღალ ტემპერატურაზე

  • ბავშვის საკვებს ემატება უშუალოდ ჭამის წინ, ან შეიძლება მიღება ჩაის კოვზით განზავების გარეშე

გვერდითი მოვლენები

წვეთები:

  • ძილიანობა (ხშირი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)

  • იშვიათად: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პერიფერიული შეშუპება, კანის გამონაყარი, კუნთების სპაზმი, სუნთქვის დარღვევები

გელი:

  • დროებითი კანის სიმშრალე ან წვის შეგრძნება

  • იშვიათად: კანის გამონაყარი, ქავილი

ნებისმიერი უცნაური რეაქციის დროს საჭიროა ექიმთან მიმართება

უკუჩვენებები

  • დიმეთინდენისა და კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა

  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა

  • შარდის გამოყოფის დარღვევები (მაგ. პროსტატას ჰიპერტროფია)

  • წვეთები არ ინიშნება 1 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებისთვის

  • ორსულობის I ტრიმესტრი

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰალეონი
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
დიმეთინდენი
დოზა
0.1%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ფენისტილი გელი 0.1% 30გრ ტუბი #1