გამოიყენება მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და 2 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების სიმპტომური მკურნალობისათვის
აქტიური ნივთიერებებია დიფენჰირამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი. 1 გ გელი შეიცავს 20 მგ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს და 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენგლიკოლი (E1520), ჰიდროქსიეთილცელულოზა, ციტრონელის ზეთი, დინატრიუმედეტატი, გაწმენდილი წყალი.
ალეფინი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და 2 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი და გამოწვეულია გარეგანი ფაქტორებით, მათ შორის მწერების ნაკბენებით, მცენარეებთან (მაგ.: ჭინჭართან) კონტაქტით.
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ფეხმძიმობა:
ლიდოკაინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არ იქნა გამოვლენილი საზიანო ეფექტები ნაყოფზე ცხოველებზე კვლევებში. კვლევების სიმცირის გამო, რომლებიც დაადასტურებდა მედიკამენტის უსაფრთხოებას ფეხმძიმობის დროს, ალეფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ფეხმძიმობის დროს.
ძუძუთი კვება:
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მცირე რაოდენობით, რაც არ წარმოადგენს რაიმე რისკს ბავშვისთვის. კვლევების სიმცირის გამო, რომლებიც დაადასტურებდა მედიკამენტის უსაფრთხოებას ძუძუთი კვების დროს, ალეფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ძუძუთი კვების დროს.
ალეფინს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
ალეფინი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დოზირება:
მცირე რაოდენობით გელის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ კანზე და უნდა განაწილდეს ნაზად. საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეში 2-3-ჯერ.
ინახება 25C-ის ქვემოთ, არ შეიძლება მაცივარში შენახვა ან გაყინვა.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 3 წელი, მაგრამ არაუგვიანეს შეფუთვაზე მითითებულ გამოყენების ვადისა.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.