საერთაშორისო დასახელება - Magnesium+Pyridoxin+Tocopherol შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმის ოქსიდი 150,0მგ ვიტამინი B6 6,0მგ ვიტამინი E 200,0ერ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები,
გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულები ჩვენება: მაგნიუმის და ვიტამინი B6-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა. გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით პაციენტებში სტრესით, დაუძლურებულ მდგომარეობაში და მწეველებში.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით _ 1 კაფსულა ერთხელ დღეში. უკმარისობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, ან როგორც დანიშნავს ექიმი.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ჰიპომაგნეზემია, თირკმელების უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გარდამავალი მიასთენია, ჰიპერტონული დაავადება, L-DOPA-თი მკურნალობა პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე. გამოყენების თავისებურება და სიფრთხილე: შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის განვითარება პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჰიპერლიპიდემია, ამცირებენ მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაგნიუმის პერორალური გამოყენება ამცირებს რკინის პრეპარატების, პერორალური ანტიკოაგულანტის ვარფარინის წარმოებულების შეწოვას. პრეპარატს შეუძლია იმოქმედოს როგორც ვიტამინი K-ს ანტაგონისიტმა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელბიც იტარებენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატები ამცირებენ ვიტამინი E-ს მოქმედების ეფექტს. ამიტომ რეკომენდებულია რამოდენიმე საათიანი ინტერვალის დაცვა მბე-ს და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი ამ პერიოდში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე: პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.