კრეპიტანო სანთელი რექტალური #10

კრეპიტანო სანთელი რექტალური #10

ფარმაპრიმი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - კრეპიტანო #10რექ.სუპოზ

გამოყენება
კრეპიტანო მიეკუთვნება ადგილობრივი ანტიჰემოროიდული პრეპარატების ჯგუფს. იგი კომბინირებული პრეპარატია ანტითრომბოზული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ვენების მასკლეროზებელი მოქმედებით.
პრეპარატი გამოიყენება ბუასილისა და პერიანალური ქავილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის.
უკუჩვენება

კრეპიტანო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ინგრედიენტების ან ამ პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
- ინფექცია პერიანალურ მიდამოში;
- სისხლდენის მომატებული ტენდენცია;
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თანდართული საინფორმაციო რეკომენდაციის ზუსტი შესაბამისობით ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 1 სანთელი დღეში დეფეკაციის შემდეგ. გამოხატული სიმპტომებისას, მხოლოდ მკურნალობის პირველ დღეს, შესაძლებელია 1 სანთელი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაპრიმი
ქვეყანა
ჯენერიკი
ჰეპარინი+ლაურომაკროგოლი+პრედნიზოლონი
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი