კრედავეიტი მალამო 0.05% 30გრ ტუბი #1
კრედავეიტი მალამო 0.05% 30გრ ტუბი #1

კრედავეიტი მალამო 0.05% 30გრ ტუბი #1

ინდოეთი

ლაბ. ლარკი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Credavate - კრედავეიტი მალამო 0.05% 30გრ

გამოყენების ჩვენებები:

ფსორიაზი (გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზის გარდა);
ეგზემა (რეფრაქტერული ფორმები);
წითელი ბრტყელი ლიქენი;
დისკოიდური წითელი მგლურა;
კანის დაავადებები, რომლებიც მდგრადია ნაკლებად აქტიური გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის მიმართ.
კრედავეიტის მალამოს გამოყენება რეკომენდებულია კანის ისეთი დაზიანებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სიმშრალე, ჰიპერკერატოზი, გასქელება, რადგან პრეპარატის მალამოს ფუძე ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას, ხოლო კრემის გამოყენება რეკომენდებულია ისეთი პროცესების დროს, რომლებსაც თან ახლავს სისველე და გამოხატული ანთება.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
როზაცეა;
ვულგარული აკნე;
კანის სიმსივნე;
ჰაიდის კვანძოვანი პრურიგო;
პერიორალური დერმატიტი;
პერიანალური და გენიტალური ქავილი;
კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი);
გავრცელებული ფოლაქისებრი და პუსტულოზური ფსორიაზი;
1 წლამდე ასაკი;
ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზები:
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ კანზე დღეში ერთი-ორჯერ, ეფექტის მიღებამდე. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მისი გაგრძელების აუცილებლობის შეფასების გარეშე. კანის დაავადებების გამწვავების სამკურნალოდ შესაძლებელია პრეპარატ კრედავეიტით განმეორებითი ხანმოკლე კურსების ჩატარება. თუ აუცილებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის გაგრძელება, უნდა მოხდეს ნაკლებად აქტიური პრეპარატების გამოყენება.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ლარკი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კლობეტაზოლი
დოზა
0.05%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი