კრემი კბილის პროთეზის ფიქსაციისთვის კორეგა ექსტრა ძლიერი ფიქსაცია პიტნის გემოთი. ყოველმხრივი ფიქსაცია. ხელს უშლის პროთეზის ქვეშ საკვები ნაწილაკების მოხვედრას. აფიქსირებს პროთეზს მთელი დღის განმავლობაში.
აფიქსირებს პროთეზს ყველა მიმართულებით: წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ და ერთი მხრიდან მეორე მხარეს მოძრაობისას 12 საათის განმავლობაში.
შემადგენლობა: სალციუმსოდიუმ PVMNA ცოპოლყმერ, პეტროლატუმ, ცელლულოსე გუმ, პარაფფინუმ ლიქუიდუმ, პროპყლპარაბენ, არომა, ჩI 45430. სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია ან მომატებული მგრძნბელობა კრემის კომპონენტების მიმართ. უჩვეულო ან უსიამოვნო შეგრძნებების განვითარებისას შეწყვიტეთ გამოყენება. მცირე რაოდენობის კრემის გადაყლაპვა უვნებელია, თუ იგი რეკომენდაციის თანახმად გამოიყენება. ცუდად მორგებულმა პროთეზმა შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. რეგულარულად ეწვიეთ ექიმ-სტომატოლოგს პირის ღრუს ინსპექციისთვის და პროთეზის კორექციისთვის. ტუბი რომ ადვილად გაიხსნას თავსახური და წვერი მშრალი უნდა იყოს. ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კრემი, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია.
გამოყენების რეკომენდაციები: პირველი გამოყენების დროს გამოიყენეთ კრემის მცირე რაოდენობა. ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გაჟონოს პროთეზის ქვეშ. ოპტიმალური რაოდენობის შერჩევისთვის შეიძლება რამდენიმე მცდელობა დაგჭირდეთ. გამოიყენეთ კრემი ერთხელ დღეში საიმედო ფიქსაციისათვის. თუ კრემის გამოყენება უფრო ხშირად დაგჭირდებათ, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმ-სტომატოლოგს. როგორ უნდა დააფიქსიროთ პროთეზი: 1. მშრალ და სუფთა პროთეზს წაუსვით კრემი მოკლე ზოლებად ერთხელ დღეში, როგორც ეს ნაჩვენებია სურათებზე. 2. ფიქსაციის წინ გამოივლეთ პირში წყალი, ჩაიდეთ პროთეზი პირის ღრუში, ძლიერად დააწექით და დახურეთ ყბა უკეთესი ფიქსაციისთვის.
როგორ უნდა ამოიღოთ პროთეზი: 1. გამოივლეთ პირში თბილი წყალი და შემდეგ ნელა ამოიღეთ პროთეზი. 2. თბილი წყლისა და რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებით მოაშორეთ კრემის ნარჩენები პროთეზის ზედაპირს და გაისუფთავეთ პირის ღრუ.