კორეგა - კრემი ფრეში 40გრ  #1

კორეგა - კრემი ფრეში 40გრ #1

დიდი ბრიტანეთი

სმიტკლაინი
პროდუქტის შესახებ
კრემი კბილის პროთეზების ფიქსაციისათვის კორეგა გამაგრილებელი გემო ექსტრა ძლიერი ფიქსაცია (Corega Fresh). ყოველი მოკბეჩა უფრო გარწმუნებთ დადებით შედეგში.
ყოველმხრივი ფიქსაცია მთელი დღის განმავლობაში. პიტნის არომატი სუფთა სუნთქვისთვის.
კრემი კბილის პროთეზების ფიქსაციისათვის კორეგა გამაგრილებელი გემო (Corega Fresh). გაფრთხილებები და სიფრტხილის ზომები. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს
ალერგია ან მომატებული მგრზნობელობა კრემის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა პირის ღრუს გაღიზიანება და კუჭ-ნაწლავის
სხვა სიმპტომები (მაგ. გულისრევა). უჩვეულო ან უსიამოვნო შეგრძნებების განვითარებისას შეწყვიტეთ კრემის გამოყენება. მცირე რაოდენობით კრემის გადაყლაპვა უვნებელია, თუ იგი
რეკომენდაციის თანახმად გამოიყენება. ცუდად მორგებულმა პროთეზმა შეიძლება დააზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. ხშირად ეწვიეთ ექიმ-სტომატოლოგს პირის ღრუს
დათვალიერებისათვის და პროთეზის კორექციისთვის. ტუბის ადვილად გახსნისთვის, თავსახური და წვერი მშრალი უნდა იყოს. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ტუბს თავსახური.
ინახება არა უმეტეს 30რС ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კრემი, თუ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია. შემადგენლობა მითითებულია შეფუთვაზე.
სერიის ნომერი, წარმოების თარიღი და ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. მუყაო ვარგისია გადამუშავებისათვის. გადამუშავებული მუყაო. მწარმოებელი: სტაფორდ მილერი
(ირლანდია) ლტდ., კლოჩერეინი, იუგალ როუდი, დანგარვანი, უოტერფორდის საგრაფო, ირლანდია / Stafford Miller (Ireland) Ltd., Clocherane, Youghal Road, Dungarvan, Co. Waterford,
Ireland. გამოყენების რეკომენდაციები: პირველი გამოყენების დროს გამოიყენეთ კრემის მცირე რაოდენობა. ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გაჟონოს პროთეზის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში,
შემდეგში ნაკლები რაოდენობის კრემი გამოიყენეთ. იმისათვის, რომ ოპტიმალური რაოდენობა შეარჩიოთ, შეიძლება რამდენიმე მცდელობა დაგჭირდეთ. გამოიყენეთ კრემი დღეში ერთხელ
საიმედო ფიქსაციისათვის. თუ კრემის გამოყენება უფრო ხშირად დაგჭირდებათ, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს სტომატოლოგს. როგორ უნდა დააფიქსიროთ პროთეზი: 1. გარეცხეთ
და გააშრეთ პროთეზი. 2. წაუსვით კრემი პროთეზს მოკლე ზოლებად, არც ისე ახლოს კიდეებთან, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. 3. ფიქსაციის წინ გამოივლეთ პირში წყალი. 4. ჩაიდეთ
პროთეზი პირის ღრუში, ძლიერად დააწექით და რამდენიმე წამით დახურეთ ყბები უკეთესი ფიქსაციისთვის. როგორ უნდა ამოიღოთ პროთეზი: 1. გამოივლეთ პირში თბილი წყალი. 2. ნელა,
რხევითი მოძრაობებით ამოიღეთ პროთეზი. 3. თბილი წყლისა და რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებით მოაშორეთ კრემის ნარჩენები პროთეზის ზედაპირს და გაისუფთავეთ პირის ღრუ. 4.
პროთეზის საგულდაგულო გაწმენდისათვის გამოიყენეთ კორეგას ტაბლეტები, შემდეგ გაავლეთ პროთეზი წყალში. სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის GSK-ს კომპანიების ჯგუფს ან გამოიყენება
ლიცენზიით ამ ჯგუფის მიერ. ©2021 GSK-ს კომპანიების ჯგუფი ან მათი ლიცენზიარი.
40 გ/g ℮
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სმიტკლაინი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
კორეგა
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი