კოლხიცინი /კოლხიკანი/ ტაბლეტი 500მკგ #20
კოლხიცინი /კოლხიკანი/ ტაბლეტი 500მკგ #20

კოლხიცინი /კოლხიკანი/ ტაბლეტი 500მკგ #20

პოლონეთი

პოლფარმექსი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
კოლხიცინი

კოლხიცინის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებაა კოლხიცინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ კოლხიცინს.
დამატებითი ნივთიერებებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი K-25, სტეარინმჟავა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 6 ცP, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, რკინის წითელი ოქსიდი (E172).

კოლხიცინი გამოიყენება პოდაგრას გამწვავების (დიათეზი) სამკურნალოდ. პოდაგრა არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ართრიტით და გამოწვეულია ქსოვილებში (სახსრებში და სახსრების მიმდებარე ქსოვილებში) მონონატრიუმის ურატის კრისტალების დეპოზიციით.
პრეპარატი ამცირებს ანთებით პროცესს პოდაგრას მწვავე შეტევების დროს. ასევე გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც ამცირებენ შარდმჟავას შემცველობას ორგანიზმში (როგორიცაა ალოპურინოლი, ფებუქსოსტატი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი).პრეპარატი გავლენას არ ახდენს შარდმჟავას კონცენტრაციაზე სისხლში და ქსოვილებში.

იღების წესი
კოლხიცინი მიღებულ უნდა იქნეს ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან, ან ფარმაცევტთან დაკავშირება.
ტაბლეტები იყლაპება წყალთან ერთად.
პოდაგრას მწვავე შეტევის მკურნალობის კურსის გამეორება დასაშვებია მხოლოდ წინა კურსის დასრულებიდან 3 დღეში.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პოლფარმექსი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
კოლხიცინი
დოზა
500მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი