კოკლუსედალი ნურისონი (ინფანტი) სანთელი რექტალური #10
კოკლუსედალი ნურისონი (ინფანტი) სანთელი რექტალური #10

კოკლუსედალი ნურისონი (ინფანტი) სანთელი რექტალური #10

საფრანგეთი

ლაბ. ელერტე
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: გრინდელია (მსუბუქი, განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი), ჰელზემიუმი (მსუბუქი, განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი). სხვა ნივთიერებები: პროპილენ გლიკოლი, მყარი ცხიმი.

ჩვენება: ფიტოთერაპიული პრეპარატი. ეს პრეპარატი ჩვეულებრივ გამოიყენება კეთილთვისებიანი მწვავე ბრონქული დაავადებების დროს.

ყურადღება: უნდა მიემართოს ექიმს, თუ სიმპტომები გაუარესდა, ან არ გაუმჯობესდა.

უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული წინააღმდეგჩვენება).

სიფრთხილის ზომები: ცხელების, ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების, ან ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: პროპილენგლიკოლი: ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, ან ახლო წარსულში ღებულობდა სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.

გამოყენების წესი: დოზირება: 1-2 სუპოზიტორია დღეში. ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. გამოყენების გზა: გამოიყენება რექტალურად. ნაჩვენებია მხოლოდ 30 თვემდე ასაკის ჩვილებში.

მკურნალობის ხანგძლივობა: პრეპარატის რექტალურად გამოყენება უნდა იყოს მაქსიმალურად ხანმოკლე ადგილობრივი ტოქსიკურობის რისკის გამო.

დოზის გადაჭარბება: სუპოზიტორიის ფორმის დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა.

დოზის გამოტოვება: დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოთ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად, კოკლუსედალი ინფანტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. შეიძლება გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები (ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის გაღიზიანება). რაც უფრო ხანგრძლივად ან ხშირად გამოიყენება პრეპარატი და რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო ხშირი და მწვავეა გვერდითი მოვლენები. პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო, მაღალია კანის გაღიზიანების რისკი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქცაიში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: Laboratoires ELERTE, საფრანგეთი.

შეფუთვა: კოლოფში მოთავსებულია 10 სუპოზიტორია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ელერტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
გრინდელია+ჰელზემიუმი
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი