კლოელი წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პროდუქტს, გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად.
კლოელი Cloel 708 მგ:100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
კლოპერასტინის ფენდიზოატი
ჯენერიკული მედიკამენტი
შეიცავს პარა-ჰიდროქსიბენზოატებს
აქტიური ნივთიერება: კლოპერასტინის ფენდიზოატი. 100 მლ სუსპენზია შეიცავს 708 მგ კლოპერასტინის ფენდიზოატს (ექვივალენტურია 400 მგ კლოპერასტინის ჰიდროქლორიდის)
დამხმარე ნივთიერებებია: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატი (შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის რეაქციებიც)), ბანანის არომატი, დეიონიზირებული წყალი.
რას წარმოადგენს კლოელი და მისი გამოყენება:
კლოელი წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პროდუქტს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კლოპერასტინის ფენდიზოატს.
მედიკამენტი გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან პირიქით, უარესდება ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ.
დაუშვებელია კლოელის მიღება:
- თუ პაციენტი ალერგიულია კლოპერასტინის ფენდიზოატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- კლოელი, ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის დროს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: კლოელის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტები და კლოელი:
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
არ მიიღოთ კლოელთან ერთად შემდეგი მედიკამენტები:
- ანტიჰისტამინური პრეპარატები (ალერგიის სამკურნალო პრეპარატები);
- სედატიური საშუალებები (დამაწყნარებელი ეფექტის მქონე მედიკამენტები).
კლოელის მიღება ალკოჰოლთან ერთად: ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია კლოელის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ფეხმძიმობის დარჩენილ პერიოდში კი მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
კლოელმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილისა და სხვა ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომელიც მოითხოვენ კონცენტრაციას.
მიღების წესი:
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
- მიღების წინ ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს;
- გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში მოთავსებული 2-3-5 მლ-იანი დოზატორი ჭიქა;
- დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
- 2-4 წლის ასაკის ბავშვები: 2 მლ ორჯერ დღეში
- 4-7 წლის ასაკის ბავშვები: 3 მლ ორჯერ დღეში
- 7-15 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ ორჯერ დღეში
კლოელის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას:
საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო კონსულტაციის მიღება - მკურნალ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
კლოელის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ უნდა ამოირეცხოს კუჭი; საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება ზედმეტად აღელვების ნიშნების შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ბენზოდიაზეპინი (ფსიქიატრიული მედიკამენტი).
კლოელის დოზის გამოტოვებისას: დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კლოელით მკურნალობის შეწყვეტისას: საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
- ძალიან მაღალი დოზები იწვევს პირის სიმშრალესა და მსუბუქ ძილიანობას, რომლებიც სწრაფად ქრება დოზის შემცირების შემდეგ. საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კლოელის შენახვის წესი:
- ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად - საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
Aesculapius Farmaceutici S.r.l. - Via Cefalonia, 70-25124 Brescia
ესკულაპიუს ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ - ვია კეფალონია, 70-25124 ბრეშია