კანდიფიქსი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სოკოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად. სოკოვანი ინფექციების ყველაზე გავრცელებული მიზეზია საფუარა სოკო, სახელწოდებით კანდიდა.
ჩვენებები
მოზრდილები
შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
- კრიპტოკოკული მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია;
- კოქციდიოიდომიკოზი - ბრონქოპულმონარული სისტემის სოკოვანი დაავადება;
- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;
- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს, ან იწვევს კბილის პროთეზის ტარებით განპირობებულ ინფექციებს;
- გენიტალური კანდიდოზი - საშოს ან პენისის სოკოვანი ინფექცია;
- კანდიდური წარმოშობის ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შემცირება;
- კანდიდური წარმოშობის ინფექციების გავრცელების პრევენცია (თუ იმუნური სისტემა სუსტია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს).
ბავშვები და მოზარდები (0-დან 17 წლამდე )
მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს;
- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (მაგ, გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;
- კრიპტოკოკული მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია.
კანდიფიქსის გამოყენება ასევე შესაძლებელია შემდეგი მიზნით:
- კანდიდური წარმოშობის ინფექციების გავრცელების პრევენცია (თუ იმუნური სისტემა სუსტია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს);
- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია.
უკუჩვენებები
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) ფლუკონაზოლის, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო სხვა მედიკამენტების, ან კანდიფიქსის ნებისმიერ სხვა კომპონენტის მიმართ. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს ან სუნთქვის გაძნელებას;
- თუ პაციენტი იღებს ასტემიზოლს, ტერფენადინს (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური საშუალებები);
- თუ პაციენტი იღებს ცისაპრიდს (საფაღარათო საშუალება);
- თუ პაციენტი იღებს პიმოზიდს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება);
- თუ პაციენტი იღებს ქინიდინს (გულის არითმიის სამკურნალო საშუალება);
- თუ პაციენტი იღებს ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი). შენახვის წესი მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.