იტასპორი კაფსულა 100მგ #10

იტასპორი კაფსულა 100მგ #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იტრაკონაზოლი;
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. ტრიაზოლის წარმოებულები.
ჩვენება:
• დერმატომიკოზი;
• სოკოვანი კერატიტი;
• დერმატოფიტებით და/ან საფუარას სოკოებით გამოწვეული ონიქომიკოზი;
• სისტემური მიკოზები: სისტემური ასპერგილოზი და კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი (მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი), ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა სისტემური და ტროპიკული მიკოზები;
• კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი (ვულვოვაგინალური კანდიდოზის ჩათვლით);
• ღრმა ვისცერული კანდიდოზი;
• სხვადასხვაფერი პიტირიაზი.

მიღების წესი და დოზირება:
მაქსიმალური აბსორბციის მიზნით იტასპორი-ავერსის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებისთანავე (კაფსულა მიიღება მთლიანად).
ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში ან 200 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში;
სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში, 7-15 დღის განმავლობაში;
დერმატომიკოზის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში;
სოკოვანი კერატიტის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში 21 დღის განმავლობაში; კანის მაღალკერატინიზირებული უბნების დაზიანების დროს, როგორიცაა მტევნებისა და ტერფების კანი, ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ ერთხელ დღეში 30 დღის განმავლობაში;
პირის ღრუს კანდიდოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში 15 დღის განმავლობაში;
დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, მაგ. ნეიტროპენიით, შიდსით დაავადებულ პაციენტებში, იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა მცირდება, შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაორმაგება;
ონიქომიკოზის დროს იტასპორი-ავერსი ინიშნება პულს-თერაპიის ან უწყვეტი თერაპიის სახით. პულს-თერაპიის ერთი კურსი შეადგენს 200 მგ-ს 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. ხელის ფრჩხილების მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კურსს, ხოლო ფეხის ფრჩხილებისა _ 3 კურსს. მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ საჭიროა 3-კვირიანი ინტერვალის დაცვა. უწყვეტი თერაპიის დროს ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 3 თვის განმავლობაში. კლინიკური შედეგი მიიღწევა მკურნალობის კურსის ჩამთავრებისას ფრჩხილების ზრდის სიჩქარის შესაბამისად;
იტრაკონაზოლი კანიდან და ფრჩხილიდან უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე პლაზმიდან, შესაბამისად ოპტიმალური კლინიკური და მიკოლოგიური ეფექტი, კანის ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დამთავრებიდან 3-4 კვირის შემდეგ, ხოლო ფრჩხილების ინფექციის მკურნალობის დამთავრებიდან _ 6-9 თვის შემდეგ;
სისტემური მიკოზები:
ასპერგილოზის დროს ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 2-5 თვის განმავლობაში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში;
კანდიდოზის დროს _ 100-200 მგ ერთხელ დღეში 3 კვირიდან 7 თვის განმავლობაში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე 2-ჯერ დღეში;
კრიპტოკოკოზის დროს (თუ არ აღინიშნება მენინგიტის ნიშნები) _ 200 მგ ერთხელ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვიდან 1 წლამდე;
კრიპტოკოკული მენინგიტის დროს _ 200 მგ 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის 200 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა _ 2 თვიდან 1 წლამდე;
ჰისტოპლაზმოზის დროს _ 200 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 2-ჯერ დღეში 8 თვის განმავლობაში;
სპოროტრიქოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში 3 თვის განმავლობაში;
პარაკოკციდიოიდომიკოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში;
ქრომომიკოზის დროს _ 100-200 მგ ერთხელ დღეში 6 თვის განმავლობაში;
ბლასტომიკოზის დროს _ 100 მგ ერთხელ დღეში ან 200 მგ 2-ჯერ დღეში 6 თვის განმავლობაში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა იტრაკონაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების დროს.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
იტრაკონაზოლი
დოზა
100მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი