იარინა პლუსი ტაბლეტი #28

იარინა პლუსი ტაბლეტი #28

გერმანია

ბაიერ ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
დროსპირენონი + ეთინილესტრადიოლი + კალციუმის ლევომეფოლატი

შემადგენლობა: თითოეული ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ტაბლეტის ბირთვი: მოქმედი ნივთიერებები:ეთინილესტრადიოლი (ბეტადექს კლატრატის სახით) 0,030მგ; დროსპირენონი 3,000მგ; კალციუმის ლევომეფოლატი 0,451მგ; დამხმარე ნივთიერებები:ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი, წითელი (E 172), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E 172). ყოველი ღია ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:ტაბლეტის ბირთვი: მომედი ნივთიერებები: კალციუმის ლევომეფოლატი 0,451მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი, წითელი (E 172), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E 172).

ჩვენება: კონტრაცეფცია; კონტრაცეფცია და ფოლატური სტატუსის გაუმჯობესება. იარინა პლიუსის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ქალის მიმდინარე ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორისაა ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკთან. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რამდენად თანაზომადია ვთე განვითარების რისკი იარინა პლიუსის მიღებისას ვთე განვითარების რისკთან სხვა კომბინირებული (შიგნოთ მისაღები ანუ) პერორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებისას.

უკუჩვენებები: იარინა პლიუსის დანიშვნა არასასურველია ქალებისთვის ქვემოთ მითითებული დაავადებების-პათოლოგიების შემთხვევაში. თუ რომელიმე მათგანი ვითარდება პირველად, წამლის მიღების ფონზე, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) რისკი: ვენური თრომბოემბოლია, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია); მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოზის მიმართ, მაგ.: APC-რეზისტენტობა (მათ შორის, V ლეიდენის ფაქტორი), ანტითრომბინ III დეფიციტი, ? პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი; სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით; ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო; არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) რისკი: არტერიული თრომბოემბოლია, მიმდინარე, ან ანამნეზში მითითებული (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თრომბოზის პროდრომალური სიმპტომები (მაგ.: სტენოკარდია); ცერებროვასკულარული დარღვევები-ინსულტი, მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (მათ შორის, ტრანზიტორული იშემიური შეტევები); მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგ.: ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები (ანტისხეულები კარდიოლიპინის, წითელი მგლურას ანტიკოაგულანტის მიმართ); შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით- მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული; არტერიული თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავლობითი რისკ-ფაქტორების გამო, მაგ.: შაქრიანი დიაბეტი; გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია; გამოხატული დისლიპოპროტეინემია; ღვიძლის მძიმე დაავადებები-მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული (ღვიძლის ნიმუშების ნორმალიზებამდე); თირკმელების მძიმე ან მწვავე უკმარისობა; პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებების მიღება, რომლებშიც შედის ომბიტასვირი, პარიტაპრევირი ან დასაბუვირი და მათი კომბინაციები; ღვიძლის სიმსივნეები (ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი) - მიმდინარე ან ანამნეზში მითითებული; გამოვლენილი ჰორმონ-დამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის, სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი ამ დაავადებების არსებობაზე; დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშოდან; ორსულობა და ეჭვი ორსულობაზე; მომატებული მგრძნობელობა იარინა პლიუსის რომელიმე კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: იარინა პლიუსის მიღების უკუჩვენებაა ორსულობა


შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25? ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბაიერ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ეთინელესტრადიოლი+დროსპირენონი+ლევომეფოლატი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი