პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hydrochlorthiazidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალო მოქმედების დიურეტიკები
მოქმედი ნივთიერება
25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი - ტაბლეტებში
100 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი ტაბლეტებში
მოქმედება:
სულფონამიდის ჯგუფის დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალება.
ჩვენება:
სხვადასხვა ტიპის შეშუპების მკურნალობა (გამოწვეული გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით, წინამესტრუალური შეშუპება ან ჰიპერტონია.)
უკუჩვენება:
ანურია, სულფონამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მისი დოზირება მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომასა და ექიმის მხრიდან მუდმივ კონტროლს, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით და ვადით. სასურველი ეფექტი მიღწეულ და შენარჩუნებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზის მეშვეობით. მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ.
შარდმდენი საშუალების სახით მოზრდილებს ჩვეულებრივ ენიშნებათ პრეპარატის 25-100 მგ. ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. შეიძლება დოზის მიღება ინტერვალით, მაგალითად, ყოველი 2 დღის შემდეგ. მენსტრუალური შეშუპებისას ჩვეულებრივი დოზა 25 მგ და იგი მიიღება სიპტომების გამოჩენისთანავე მენსტრუაციის დაწყებამდე.
ჰიპოტენზიური საშუალების სახით, ჩვეულებრივ საწყის დღიურ დოზას შეადგენს 25-50 მგ. შესაძლებელია 100 მგ ერთ მიღებაზე ან განაწილება რამდენიმე მიღებაზე შემდგომში. მიღებული რეაქციის გათვალისწინებით დოზა შეიძლება შემცირდეს ან აუცილებლობის შემთხვევაში გაიზარდოს. ჩვეულებრივ მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ, რამდენიმე მიღებაზე.
პრეპარატი შეიძლება კომბინირებულ იქნას სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან.
ამასთან ერთად არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად სხვა პრეპარატების დოზა შესაბამისად შემცირებულ უნდა იქნას.
უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში პოლიურიის შესასუსტებლად ჩვეულებრივ დღიურ დოზას შეადგეს 50-150 მგ (დაყოფილი რამდენიმე მიღებაზე). ბავშვებისათვის საშუალო დღიური დოზაა 2 მგ ყოველ კილოგრამზე, ორჯერადად მიღებისათვის, ბავშვებს 2 წლამდე ასაკში სხეულის მასის შესაბამისად დღეში ენიშნებათ 12,5-37,5 მგ, 3 - დან 12 წლამდე ასაკში 37,5-100 მგ. დღეში, 6 წლამდე ასაკში, აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 3,5 მგ. სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.
გვერდითი მოვლენები:
მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, წყურვილის გრძნობა, თავბრუხვევა, კუნთების სპაზმი, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციების გამოვლენის და შარდის გამოყოფის შემცირების დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ასეთი მოვლენების და აგრეთვე ზემოთ ჩამოთვლილ სიპტომების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება (ხილი, ბოსტნეული), რათა თავიდან ავიცილოთ ჩამოთვლილი სიპტომები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
118249