გრანდაქსინი ტაბლეტი 50მგ #60

გრანდაქსინი ტაბლეტი 50მგ #60

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
გრანდაქსინი ტაბლეტები 50 მგ

მოქმედი ნივთიერება: ტოფიზოპამი. გრანდაქსინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ტოფიზოპამს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: 92 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატი ყოველ ტაბლეტში.

ჩვენება
•ფსიქიკური (ნევროზული) და სომატური აშლილობები, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური დაძაბულობის შეგრძნება, შფოთვა, ვეგეტატიური აშლილობები, ენერგიის და/ან მოტივაციის ნაკლებობა, აპათია, დაღლილობა, გუნება-განწყობის დაქვეითება;
•ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი: ეს ტაბლეტები ხელს უწყობენ ვეგეტატიური სიმპტომებისა და აგზნების კუპირებას პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობისას.

დოზირება და მიღების წესი
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 1-2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ (საერთო დღეღამური დოზა 50-დან 300 მგ-მდე).
არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება 1 - 2 ტაბლეტის მიღება.
მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი მისაღები დოზით. დოზის თანდათანობითი მომატება ჩვეულებრივ საჭირო არ არის, რადგან პრეპარატი კარგად გადაიტანება და მისი მიღების დროს, ჩვეულებრივ, არ ვლინდება აქტივობის და სიფხიზლის შემცირება.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენების წესი
ტაბლეტები შიგნით მისაღებად (პერორალური).

შენახვა:
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ტოფიზოპამი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი