გლუკოსტოპი ტაბლეტი შუშხუნა 1000მგ #28
გლუკოსტოპი ტაბლეტი შუშხუნა 1000მგ #28

გლუკოსტოპი ტაბლეტი შუშხუნა 1000მგ #28

საბერძნეთი

ლაბ. ინტერმედი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - გლუკოსტოპი 1000მგ #28ტ შუშ.

გამოყენება
გლუკოსტოპი შეიცავს მეტფორმინს, რომელიც შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებაა. იგი მიეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს.
ინსულინი პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში სისხლიდან გლუკოზის (შაქრის) მიღებას ახდენს. ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ენერგიის წარმოებისთვის ან ინახავს მას მომავალი გამოყენებისთვის.
დიაბეტის დროს პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან ორგანიზმს არ შეუძლია სათანადოდ გამოიყენოს მის მიერ გამომუშავებული ინსულინი. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს. გლუკოსტოპი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დაწევას ნორმალურ დონესთან მიახლოებულად.
გლუკოსტოპის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება ასევე ეხმარება ჭარბწონიან მოზრდილებს დიაბეტის გართულებების რისკის შემცირებაში. გლუკოსტოპი ასოცირდება წონის სტაბილურობასთან ან წონის ზომიერ კლებასთან.
გლუკოსტოპი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის (ასევე უწოდებენ "არაინსულინდამოკიდებულ დიაბეტს") მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში.
მოზრდილებს შეუძლიათ გლუკოსტოპის დამოუკიდებლად მიღება ან დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებებთან (პერორალურად მისაღბი მედიკამენტებთნ ან ინსულინთან) ერთად.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ გლუკოსტოპის მიღება დიაბეტის სამკურნალო საშუალებებისაგან დამოუკიდებლად ან ინსულინთან ერთად.

უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
● ალერგია მეტფორმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
● ღვიძლის პრობლემები;
● თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება;
● უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტოაციდოზი (იხილეთ „ლაქტოაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება კეტონური სხეულები და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან სუნთქვისას დამახასიათებელ უჩვეულო ხილის სუნს;
● ორგანიზმის გაუწყლოვნება (დეჰიდრატაცია), მაგალითად, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის გამო, ან ზედიზედ რამდენიმეჯერ ღებინებისას. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, რაც ლაქტოაციდოზის რისკს ქმნის (იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ქვემოთ);
● მძიმე ინფექცია, მათ შორის ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებზე ან ბრონქულ სისტემაზე ან თირკმლზე. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, რაც შეიძლება ლაქტოაციდოზის რისკის მიზეზი გახდეს (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
● გულის მწვავე უკმარისობის მკურნალობა ან ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა, სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან სუნთქვის გაძნელება. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების დაქვეითება, რაც შესაძლოა ლაქტოაციდოზის მიზეზი გახდეს (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
● დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმესთან შემხებლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ:
● უნდა ჩაგიტარდეთ გამოკვლევა, როგორიცაა რენტგენი ან სკანირება, რომელიც გულისხმობს იოდის შემცველი კონტრასტული მედიკამენტების ინექციას სისხლის მიმოქცევაში;

რეკომენდებული დოზა
10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები ჩვეულებრივ იწყებენ 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინით დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 2000 მგ, რომელიც უნდა გაიყოს 2 ან 3 დოზად. 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა რეკომენდირებულია მხოლოდ ექიმის რჩევით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილება შეზღუდულია.მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ორჯერ ან სამჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3000 მგ გაყოფილი 3 დოზად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ინტერმედი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
დოზა
1000მგ
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი