პროდუქტის შესახებ
ფურაცილინი ავექსიმა
შემადგენლობა თითო ტაბლეტზე:
მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურალი (ფურაცილინი) – 20 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა – 375,0 მგ; ნატრიუმის ჰიდროკარბონატი – 299,0 მგ; ნატრიუმის კარბონატი – 325,0 მგ; ნატრიუმის ქლორიდი – 100,0 მგ; მაკროგოლი 20000 – 65,0 მგ; პოვიდონი K25 – 16,0 მგ.
გამოყენების ჩვენებები:
გარეგანი გამოყენება
ჩირქოვანი ჭრილობები, ნაწოლები, II-III ხარისხის დამწვრობა, კანის მცირე დაზიანება (დაბეჟილობის, ნაკაწრების, ნახეთქების, ჭრილობების ჩათვლით).
ადგილობრივად
ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, ოსტეომიელიტი, ცხვირის დანამატი ღრუების და პლევრის ემპიემა; საშარდე გზების ინფექციები - ღრუების გამორეცხვა, მწვავე ტონზილიტი, სტომატიტი, გინგივიტი.
აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ნიტროფურალის, ნიტროფურანის წარმოებულების და/ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; სისხლდენა, ალერგიული დერმატოზები, თირკმლის ფუნციის გამოხატული დარღვევა.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
ადგილობრივად. გარეგანი გამოყენებისთვის. 0,02% ახლად მომზადებული წყალხსნარის სახით, რომლის მოსამზადებლად, უშუალოდ გამოყენებამდე, ერთ ტაბლეტს (20 მგ) ხსნიან 100 მლ დისტილირებულ წყალში ოთახის ტემპერატურაზე ან თბილ ადუღებულ წყალში.
გარეგანი გამოყენება:
ჩირქოვანი ჭრილობები, ნაწოლები, II–III ხარისხის დამწვრობა, კანის მცირე დაზიანება (დაბეჟილობის, ნაკაწრების, ნახეთქების, ჭრილობების ჩათვლით): 0,02% წყალხსნარის სახით. ჭრილობები უნდა დსველდეს და დაედოს სველი სახვევები.
ადგილობრივად:
ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი: 0,02% ხსნარის ჩაწვეთება კონიუნქტივალურ პარკში.
სტომატიტი, გინგივიტი, მწვავე ტონზილიტი: პირის ღრუში და ყელში თბილი 0,02%-იანი ხსნარის გამოვლება, 100 მლ 2-3-ჯერ დღეში.
ოსტეომიელიტი ოპერაციის შემდეგ: ღრუს გამორეცხვა, რასაც მოჰყვება სველი სახვევის დადება.
ცხვირის დანამატი ღრუების ემპიემა (ჰაიმორიტის ჩათვლით): ღრუს გამორეცხვა.
პლევრის ემპიემა: ჩირქის ამოღების შემდეგ ირეცხება პლევრის ღრუ და შეჰყავთ 20-100 მლ 0,02%-იანი წყალხსნარი.
საშარდე გზების ინფექციები: ურეთრის და შარდის ბუშტის გამოსარეცხად იყენებენ 0,02% წყალხსნარს, 20 წუთიანი ექსპოზიციით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - ჩვენებებით, რაც დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციის ბუნებაზე.
თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, ან სიმპტომები გაუარესდება, ან ახალი სიმპტომები გამოჩნდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ ჩვენებების, გამოყენების მეთოდისა და გამოყენების ინსტრუქციებში მითითებულ დოზების შესაბამისად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში (კოლოფში).
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
216335