სოლგარი-თუთია ტაბლეტი 50მგ #100

სოლგარი-თუთია ტაბლეტი 50მგ #100

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი
-10% დამატებით VISA ბარათით

გამოიყენება დერმატოლოგიური პრობლემების, აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვის, სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.


პროდუქტის შესახებ

სოლგარი - თუთია ტაბლეტი 50მგ

შემადგენლობა:

თუთია (თუთიის გლუკონატი) – 50მგ

თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს  წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.

თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს).

თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. თუთია ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას.


დამატებითი ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარის მჟავა.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.


ჩვენება:

  • დერმატოლოგია: თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი კანზე, აკნე, ჰერპესი, ფრჩხილების დისტროფია, ლეიკონიქია.
  • გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია: ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება.
  • ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე.
  • ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში, ოსტეოპოროზი.
  • გასტრო-ენტეროლოგია: მალაბსორბციის სინდრომი, მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი, უილსონის დაავადება.
  • იმუნოლოგია: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.
  • რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
  • სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა
  • აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა


დოზირება: 

მიიღება 1 ტაბლეტი  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.


შენახვა:

შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლგარი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
თუთია
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი