თუთია საბავშვო სპეციალ ქიდსი სიროფი 125მლ ფლაკონი #1
საფრანგეთი
ერიკ ფავრე
GEL
in stock
new
47.75₾
50.8₾
-7.0%
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა 20მლ შეიცავს:16მგ თუთიას.
უპირატესობანი: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას, ზრდის პროცესს; აძლიერებს იმუნიტეტს; არის სრულად ნატურალური; არანაირი უკუჩვენება; აქვს მარწვის გემო; დამზადებულია საფრანგეთში.
თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის გართულებები.
ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ხშირად მოავადე ბავშვები; ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი; ბავშვის დაცვა სეზონური ინფექციებისგან. ბოლო კვლევების მიხედვით თუთიას წამყვანი როლი ენიჭება რესპირაციული იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, რის გამოც აქტიურად არის ჩართული სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის სქემაში.
მიღების წესი: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10მლ დღეში, დილით ჭამის შემდეგ 5 წლის ზემოთ: 20მლ დღეში დილით ჭამის შემდეგ. შესაძლებელია პირდაპირ მიღება, ან შეიძლება წყალში გახსნაც. ასევე, მიზანშეწონილია თუთიის მიღება 15 წლის ასაკის ზემოთაც. წლის განმავლობაში შესაძლებელია კურსის რამდენჯერმე გამეორება.
განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ ახასიათებს, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ 5-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი კომპანია: ერიკ ფავრე ERIC FAVRE, საფრანგეთი.