საერთაშორისო დასახელება - selenium+Zn+A+C+E+B6 შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს √ სელენი 100მკგ √ თუთია 15მგ √ ვიტამინი A 1000 მკგ √ ვიტამინი C 90 მგ √ ვიტამინი E 45მგ √ ვიტამინი B6 2.2მგ ჩვენებები: * ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია * ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები * ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია * თვალის დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარება, კონტაქტური ლინზების გამოყენება. * სმენის დაქვეითება, ჰიპოოსმია, აგევზია, დისგევზია * სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი * შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა * ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი * ინფანტილიზმი, ფიზიკური და სქესობრივი ზრდა-განვითარების შეფერხება, სტერილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც * სისტემური დაავადებები * კანისა და მისი დანამატების ტროფიკის მოშლა * ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა
უკუჩვენება: არ გააჩნია. დოზირება და მიღების წესი: სელევეფი ინიშნება 8 წლიდან, ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში. გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ძC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ! გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე