საერთაშორისო დასახელება - calcium carbonate, colecalciferol კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები შემადგენლობა პრეპარატის ერთი საღეჭი ტაბლეტი(ლიმონის გემოთი) შეიცავს აქტიური ნივთიერებებს: კალციუმის კარბონატს, 400 მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) – 3.75 მკგ (150 სე). დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ოზომალტი, კოლოდონი 30, ლიმონმჟავა უწყლო, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.
ჩვენებები რეგენიუმი გამოიყენება, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება: - კალციუმის და/ან ვიტამინი D3- ის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული დეფიციტური მდგომარეობა, როცა საკვებთან ერთად მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3- ის რაოდენობა არასაკმარისია); - კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში; - ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის დროს, სენილური, სტეროიდული, ოდიოპათიური და სხვა გენეზის) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
მიღების წესები და დოზები ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს. ინიშნება ჭამის დროს. მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში; ბავშვებში 3-12 წლის ასაკში – 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: დიდი დოზით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია. სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება - პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა; - ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მატება); - ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მატება); - თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); - ვიტამინი D D3-ის ჰიპერვიტამინოზი; - თირკმლის მძიმე უკმარისობა; - ტუბერკულოზის აქტიური ფორმა; - სარკოიდოზი; - ფენილკეტონურია.