ევრომაგი B-6 ტაბლეტი #30

ევრომაგი B-6 ტაბლეტი #30

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: 545 მგ მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი, 5 მგ ვიტამინი B6, დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 120 მგ; მაგნიუმის სტეარატი 7 მგ; კროსკამელოზას ნატრიუმი 10 მგ; პოლივინილპიროლიდონი K 30 - 30 მგ; კოლიკოატ IR თეთრი-20 მგ; სილილონის დიოქსიდი - 4 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

ჩვენებები: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობა; კუნთების ტკივილი და სპაზმი; ასთენია

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 6 ტაბლეტამდე მიღება დღეში, ჭამის დროს. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქცია, ალერგია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფენილკეტონურია. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ინიშნება სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ევრომაგი B6-ის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის შეწოვის პროცესს. მაგნიუმის პრეპარატები ამცირებენ ტეტრაციკლინის შეწოვის პროცესს. პრეპარატი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს, თრგუნავს ლევოდოპას აქტივობას, თუ ეს უკანასკნელი არ არის კომბინირებული დოფა დეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნემიის განვითარების რისკი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავენ საქაროზას. კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში. ორსულებში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვითარდება მაგნიუმით მოწამვლა. სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრაფიულად, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, შარდის გამოყოფის შეწყვეტა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ვეფა ილაჩი სტამბული, თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მაგნიუმი+პირიდოქსინი+პიპერინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი