დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ #1
დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ #1

დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
დასახელება - დეტრი-დროპსი ვიტამინი დ3 წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ #1

გამოყენება
დეტრი-დროპსი ვიტამინების ჯგუფის პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3).
ვიტამინი D3 წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, აგრეთვე შედის რამდენიმე სახის საკვებში. იგი ხელს უწყობს თირკმელებით და ნაწლავის საშუალებით კალციუმის ათვისებას და მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში. ვიტამინი D3-ის დეფიციტი – ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარვევა) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) ყველაზე ხშირი მიზეზია.
ჩვენებები
პრეპარატი დეტრი-დროპსი გამოიყენება:
• ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის დარღვევა გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია, გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) პროფილაქტიკისთვის;
• დღენაკლულ ახალშობილებში რაქიტის პროფილაქტიკისთვის;
• ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში;
• ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ექიმის მიერ დადგენილი საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის (მალაბსორბციის სინდრომი) მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში;
• ბავშვებში რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის სამკურნალოდ;
• ოსტეოპოროზის დროს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მოზრდილებში;
• პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ მოზრდილებში.
უკუჩვენებები
დეტრი-დროპსის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
• სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციემია);
• შარდში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციურია);
• ფსევდოჰიპოპარათიროეიდოზი (პარათირეოიდული ჰორმონის მეტაბოლიზმის დარღვევა);
• თირკმლის უკმარისობა ან შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილება;
• ვიტამინი D3-ის მომატებული შემცველობა სისხლში (D ჰიპერვიტამინოზი)

დეტრი-დროპსის მიღების წესი
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა
ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 სე-ს ეკვივალენტურია).
დღენაკლულ ახალშობილებში ინიშნება 2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 სე-ს ეკვივალენტურია). აღნიშნული სადღეღამისო დოზა გამოიყენება კორექტირებული პოსტკონცეპტუალური ასაკის 40 კვირამდე, ხოლო შემდეგ ხდება პროფილაქტიკური დოზის შემდგომი შემცირება. დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში
1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 სე-ს ეკვივალენტურია).
ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში
6-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 3000-5000 სე-ს ეკვივალენტურია).
რაქიტის მკურნალობა
ახალშობილებში, წლამდე ასაკის და მცირეწლოვან ბავშვებში (0-დან 5 წლამდე) ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-2000 სე-ს ეკვივალენტურია).
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ინიშნება 4-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 2000-5000 სე-ს ეკვივალენტურია).
ოსტეომალაციის მკურნალობა
მოზრდილებში ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-5000 სე-ს ეკვივალენტურია).
შემანარჩუნებელი თერაპია ოსტეოპოროზის დროს
2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 სე-ს ეკვივალენტურია).
პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის მკურნალობა მოზრდილებში
მოზრდილებში დოზირების რეკომენდირებული დიაპაზონი შეადგენს ყოველდღიურად ვიტამინი D3-ს 20-40 წვეთს ყოველდღიურად (რაც ვიტამინი 10000-20000 სე-ს ეკვივალენტურია). პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სისხლის შრატში კალციუმის დონეზე. თერაპიის დასაწყისში კალციუმის დონე შრატში უნდა გაკონტროლდეს ყოველ 4-6 კვირაში და შემდგომში - ყოველ 3-6 თვეში. აუცილებლობისას დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში კალციუმის დონის მიხედვით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
15000სე/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი