შემადგენლობა: ცენტროვიტი ჯუნიორის 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 12 ვიტამინს და 3 მინერალს. ვიტამინები რაოდენობა ვიტამინი A 400მკგ ვიტამინი D 2.5მკგ ვიტამინი E 6მგ ვიტამინი C 40მგ თიამინი 0.55მგ რიბოფლავინი 0.7მგ ნიაცინი 8მგ ვიტამინი B6 0.7მგ ფოლიუმის მჟავა 100მკგ ვიტამინი B12 1.25მკგ ბიოტინი 25მკგ პანტოთენის მჟავა 3მგ
მინერალები თუთია 5მგ კალციუმი 60მგ რკინა 1.05მგ
ჩვენება: ცენტროვიტი ჯუნიორში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა და თანაფარდობა სპეციალურად შერჩეულია და ადაპტირებულია ბავშვთა ასაკისთვის. ცენტროვიტი ჯუნიორის საღეჭ ტაბლეტებს აქვს ჟოლოს არომატი და მისაღებად სასიამოვნოა ბავშვებისთვის. ცენტროვიტი ჯუნიორი გამოიყენება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან:ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად ან დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით; მადის დაქვეითების ან უმადობის დროს; ბავშვის გონებრივი ან ფიზიკური გადაღლისას; სხვადასხვა ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 3 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.