პროდუქტის შესახებ
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი არის კალციუმის კარბონატი (500მგ კალციუმის ექვივალენტი). დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ტალკი, ლიმონმჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, არომატიზატორი (ფორთოხლის), არომატიზატორი (მანდარინის), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.
ჩვენება: ბოდი-კალცინი არის საღეჭი ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს, რომელიც არის მნიშვნელოვანი სუბსტანცია ძვლების ფორმაციისთვის. ბოდი-კალცინი გამოიყენება კალციუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის და ოსტეოპოროზის სპეციალურ თერაპიაში დანამატის სახით. ბოდი-კალცინი ასევე გამოიყენება ფოსფატის შემკვრელის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აქვთ ფოსფატის მაღალი დონეები.
უკუჩვენება: ბოდი-კალცინი არ მიიღება: თუ პაციენტს აქვს ალერგია კალციუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. თუ აქვს სისხლში ან შარდში კალციუმის ჭარბი რაოდენობა. თუ აქვს კენჭები თირკმელებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ბოდი-კალცინის მიღების წინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პაციენტი ღებულობს დიურეტიკებს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან შეშუპების სამკურნალოდ) ან გულის გლიკოზიდებს (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ). თუ აქვს სისხლში კალციუმის ჭარბი რაოდენობა ან თირკმელების დისფუნქციის ნიშნები ან თუ ჰქონია წარსულში კენჭები თირკმელებში. თუ ღებულობს კალციუმის მაღალ დოზებს და ასევე იყენებს D ვიტამინის შემცველ პროდუქტებს. თუ ღებულობს კალციუმის მაღალ დოზებს და ასევე იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, როგორიცაა ანტაციდები.
სხვა პრეპარატები და ბოდი-კალცინი: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ამჟამად ღებულობს ან ცოტა ხნის წინ ღებულობდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს. კალციუმის კარბონატმა შეიძლება შეაფერხოს იმავდროულად მიღებული ტეტრაციკლინის პრეპარატების აბსორბცია. ამის გამო, ტეტრაციკლინის პრეპარატები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის მიღებამდე ორი საათით ადრე ან ოთხი-ექვსი საათის შემდეგ. ბისფოსფონატების შემცველი პრეპარატები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე. კალციუმმა შეიძლება დააქვეითოს ლევოთიროქსინის ეფექტურობა. ამის გამო, ლევოთიროქსინი მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის მიღებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე ან მისი მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის შემდეგ. ქინოლონის ანტიბიოტიკების ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს კალციუმთან ერთად მიღებისას. ქინოლონის ანტიბიოტიკები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის მიღებამდე ორი საათით ადრე ან მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ. კალციუმის მარილებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის, თუთიის და სტრონციუმის რანელატის აბსორბცია. შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის რანელატის პრეპარატები მიიღება ბოდი-კალცინის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ბოდი-კალცინზე ან რომლებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბოდი-კალცინმა: თიაზიდური დიურეტიკები და გულის გლიკოზიდები. თუ პაციენტი ღებულობს რომელიმე ზემოთ მითითებულ პრეპარატს, ექიმი მისცემს დამატებით ინსტრუქციებს.
პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ბოდი-კალცინის მიღება შეიძლება საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა დალაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს დღე-ღამეში შეიძლება 2500მგ კალციუმის მიღება (საკვებისა და დანამატის ჩათვლით). თუ პაციენტი არის ორსულად, ბოდი-კალცინის მიღება შეიძლება კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში. ბოდი-კალცინის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს. კალციუმი გადადის დედის რძეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
120742
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი