პუროქსანი ტაბლეტი 400 მგ გამოიყენება ბრონქული ასთმისა და სუნთქვის გაძნელების დროს. ეფექტურია მშრალი ხველის შემსუბუქებისთვისაც.
საერთაშორისო დასახელება - DOXOFYLLINE
დოქსოფილინი
ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალება; ბრონქოლიზური საშუალება; ფსოფოდიესთერაზას ინჰიბიტორი.
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 და 20 ტაბ.
1 ტაბ.
დოქსოფილინი ............ 400 მგ
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ხორბლის სახამებელი, მანიტოლი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
სიროფი 2%: ფლაკონში.
100 მლ
დოქსოფილინი ......... 2 გ
საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ამონიუმის გლიცირიზინატი, ნატრიუმის მეტალ პარაბელი, ნატრიუმის პროპელ პარაბენი, ალპინის საცხი, პიტნის არომატიზატორის ფხვნილი, სუფთა წყალი.
პუროქსანი ინიშნება ბრონქული ასთმისა და ბრონქების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში.
ტაბლეტები
გამოიყენება 1 ტაბლეტი (400 მგ) 2-ჯერ დღეში. დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1200 მგ-მდე ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, დოზა შესაძლოა შემცირდეს 1/2 ტაბლეტამდე დღეში 2-ჯერ.
სიროფი
დოქსოფილინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს დღეში 12 მგ/კგ-ს ორ მიღებაზე. არასაკმარისი შედეგის შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 18 მგ/კგ-მდე.
მოზრდილებში: გამოიყენება 2 საზომი ჭიქა - 20 მლ (400 მგ) 2-ჯერ დღეში.
ხანდაზმულებში: გამოიყენება 1 საზომი ჭიქა=10 მლ (200 მლ) 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, გულის ფრიალი და ტაქიკარდია.
* უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
* ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსოფილინი არ ვნებს ნაყოფს და რეპროდუქციულ უნარს. მიუხედავად ამისა, მისი დანიშვნა ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. არ არის ცნობები დოქსოფილინის გამოყენებაზე მეძუძურ დედებში.
◄ დოქსოფილინის ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის და გულის მძიმე უკმარისობისას.
◄ ზოგიერთი პრეპარატი აფერხებს ქსანტინების (და მათ შორის დოქსოფლინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ შემთხვევაში საჭიროა დოქსოფილინის დოზის შემცირება.
◄ ფენიტოინი, სხვა ანტი-კონვულსანტებთან ერთად და თამბაქოს მოწევა აჩქარებენ დოქსოფილინის გამოყოფას და ნახევარდაშლის პერიოდს: ამ დროს შესაძლოა დოზის გაზრდა.
◄ პაციენტებში კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ან ხანდაზმულებში ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით, დოქსოფილინი ინიშნება სიფრთხილით.
მიუხედავად იმისა, რომ დოქსოფილინის დოზის გადაჭარბებისას არ არის დამტკიცებული გულის რითმის სერიოზული დარღვევა, მისი სრული გამორიცხვა შეუძლებლია, ვინაიდან საქმე გვაქვს ქსანტინის რიგის ნივთიერებასთან.
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას, შესაძლოა გამოვლინდეს გულყრები, რომელიც წარმოადგენს მის პირველად სიმპტომს.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. მკურნალობის განახლება შემცირებული დოზებით დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
დოქსოფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანტინის სხვა წარმოებულებთან ერთად. აღწერილია ქსანტინებისა და ეფედრინის ტოქსიური სინერგიზმის შემთხვევები.
ზოგიერთი პრეპარატები აფერხებენ ქსანტინების (და მათ შორის დოქსოფილინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები), ალოპურინოლი, ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროპრანოლოლი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
არ გამოვლენილა რაიმე დამოკიდებულება სისხლის შრატში დოქსოფილინის დონესა და რაიმე უარყოფით ეფექტებს შორის.