პირის ღრუს და ხახის დეზინფექცია ანთებითი და ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, როგორებიცაა ტონზილიტი, ფარინგიტი, გინგივიტი, პაროდონტოზი, სტომატიტი, გლოსიტი, აფთები, ასევე დეზინფექციისთვის ტონზილექტომიის, კბილების ამოღების და პირის ღრუში სხვა ქირურგიული ჩარევების წინ ან შემდეგ, პირში უსიამოვნო სუნის მოშორება, სტრეპტოკოკური ანგინის შემანარჩუნებელი მკურნალობა ანტიბიოტიკებით თანმხლები მკურნალობისას.
ეტოდექსი გამოიყენება მოზრდილებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა ჰექსეტიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ლარინგიტი შესაძლო ლარინგოსპაზმის გამო;
- ატროფიული ტიპის მშრალი ფარინგიტი;
- 8 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ეტოდექსის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ მკურნალობამდე განხილული უნდა იქნას გამოყენების პოტენციური რისკები და უპირატესობები და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს პრეპარატი, თუ ეს აუცილებელია.
გამოყენების წესი და დოზები:
გამოიყენება ოროფარინგეალურად.
ფლაკონს უნდა მოეხსნას დამცავი თავსახური. სასხურებლის თავისუფალი ბოლო მოთავსდეს პირში და სასხურებლის თავს დაეჭიროს 1-2 წამის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენების დროს ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში!
მოზრდილები და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ერთი დოზა (ერთი შესხურება) გამოიყენება დღეში ორჯერ, სასურველია დილას და საღამოს, ჭამის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 შესხურებამდე დღეში 3-ჯერ.
ჰექსეტიდინი ეფინება ლორწოვანი გარსის ზედაპირს, რაც ხანგრძლივ ეფექტს იწვევს. ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 5 დღეს. ამ პერიოდის შემდეგ მკურნალობის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.