ერმუცინი კაფსულა 300მგ #20

ერმუცინი კაფსულა 300მგ #20

იტალია

ლამპ სან პროსპერო
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ერდოსტეინი 300მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსი: კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (? 171), რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (? 172), თავსახური: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (? 171), რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (? 172), ინდიგოკარმინი (? 132).

ჩვენება: სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები (რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი); სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავება (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებები, ჰიპერსეკრეტული ასთმა, ბრონქოექტატური დაავადება, თამბაქოს მწეველის ქრონიკული ბრონქიტი (სეზონური გამწვავებების ჩათვლით); კომპლექსური თერაპია ანტიბიოტიკებით ბაქტერიული ეტიოლოგიის ბრონქიტის გამწვავებისას; პნევმონიისა და ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

უკუჩვენება: დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ SH თავისუფალ რადიკალებს; ღვიძლის დისფუნქცია (მაგალითად ტუტეფოსფატაზის ან ტრანსამინაზის მომატებული დონე და ა.შ); თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 25მლ-წთ); ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით); აქტიური პეპტიური წყლული.

გამოყენების მეთოდი და დოზირება: დოზირება: მოზრდილებში: 1 კაფსულა (300მგ) 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი ერმუცინი კაფსულები განკუთვნილია მოზრდილების სამკურნალოდ პრეპარატი არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-დან 10-დღემდე პერიოდს, რაც საკმარისია სრულყოფილი ეფექტის მისაღებად. ქრონიკული დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად გარკვეული სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: იშვიათად: გულძმარვა, გულისრევა, დიარეა; კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ერმუცინის ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფქოდ და რესპირატორული დაავადებების დროს, როგორიცაა მაგალითად თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეტოპრინი, გვერდოთი მოვლენები არგამოვლენილა. ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგალითად ამოქსაცილინის, კლარიტრომიცინის) მოქმედებას, რაც შესაძლებელია გამოვიყენოთ სამკურნალო მიზნებისათვის. დადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.
განსაკუთრებული მითითებები: მომატებული მგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან გამოყენება არარაციონალურია და შესაძლებელია ბრონქებში თხევადი სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების საშიშროების ზრდა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციის დროს შეზღუდულია. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.

გამოშვების ფორმა: 10 მყარი კაფსულა პვქ-პვდქ გარსისა და ალუმინის ფოლგის კონტურულ შეფუთვაში (ბლისტერში). 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერტურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში.

წამლის ფორმა: მყარი კაფსულა.

აღწერა: მყარი ჟელატინის კაფსულები, კორპუსი ყვითელი და სახურავი მწვანე შეფერილობის. კაფსულების შემადგენლობა: თეთრი და თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლამპ სან პროსპერო
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ერდოსტეინი
დოზა
300მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი