დოქსაფინი ტაბლეტი 400მგ #100

დოქსაფინი ტაბლეტი 400მგ #100

კორეის რესპუბლიკა

დაე ჰვა ფარმაცეუტიკალ
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 400 მგ დოქსიფილინს. დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, D-მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის გლიკონატის სახამებელი, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ქსანთინები.

ჩვენებები: ფილტვების ქრონიკული რესპირატორული დაავადებები: ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.

დოზირება და მიღების წესი: 400 მგ ტაბლეტი: 1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ, მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა და გულძმარვა.

უკუჩვენებები: მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოტენზია, ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დოქსიფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანთანის სხვა წარმოებულებთან ერთად, ქსანთანის ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გახანგრძLივდეს ღვიძლის დაავადებების და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერითრომიცინს, ტროლეონდომიცინს, ლინკომიცინს, ალოპურინოლს, ციმეტიდინს, პროპრანოლოლს და იყენებენ ვაქცინებს. აღნიშნულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დოქსოფილინის დოზის შემცირება. ფენიტოინმა, სხვა ანტიკონვულსანტებმა და ასევე მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ქსანთინის წარმოებულების ორგანიზმიდან გამოყოფის გაძლიერება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით რისკის და სარგებლის შეფასების საფუძველზე. უკუნაჩვენებია მეძუძურებში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას შეიძლება პაციენტს განუვითარდეს მწვავე არითმია. არასასურველი გვერდითი ეფექტები შეიძლება ალაგდეს მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #10 ტაბლეტი ბლისტერზე. მეორადი შეფუთვა: 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, კარგად დახურულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დაე ჰვა ფარმაცეუტიკალ
ქვეყანა
კორეის რესპუბლიკა
ჯენერიკი
დოქსოფილინი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი