1 ტაბლეტი შეიცავს: ფუტკრის რძე 20მგ; პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი 30მგ; ვიტამინი C (L ასკორბინის მჟავა) 30 მგ.
რეკომენდებულია: გაციების, გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებების დროს; პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას; ანემიის დროს; სტრესის, უძილობისას, შფოთვითი მგომარეობისას და განწყობის გასაუმჯობესებლად; გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ამაღლებისთვის; მენოპაუზის ადრეული სიმპტომების დროს; ქოლესტერინის მომატებული კონცენტრაციის დროს; სქესობრივი ფუნქციის დაქვეითების, უშვილობის დროს ორივე სქესის შემთხვევაში; პროსტატის ზომის ზრდასთან დაკავშირებული მდგომარეობისას; ავადობის შემგდგომ რეაბილიტაციის პერიოდში; მადის გასაუმჯობესებლად; შაკიკის მქონე პირებისთვის; ჯანმრთელი ადამიანებისთვის ენერგიის და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად.
მიღების წესი და დოზირება: საწუწნი ტაბლეტი მიიღება მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 2 ან 3 ტაბლეტი დღეში. არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, თაფლზე ალერგიის დროს. არ გამოიყენება სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად.
გამოშვების ფორმა: 30 საწუწნი ტაბლეტი.
შენახვის წესი: ინახება 25C-მდე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.