ანტიფლუ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #5
ანტიფლუ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი  #5

ანტიფლუ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #5

ამერიკის შეერთებული შტატები

კონტრაქტ ფარმაკალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: (1 პაკეტში): აცეტამინოფენი 650მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ქლორფენირამინის მალეატი 4მგ. დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, შაქარი (შაქრის ფხვნილი), შაქარი (საქაროზა), ლიმონმჟავა, კრემნიუმის დიოქსიდი, კრემნიუმის კოლოიდური დიოქსიდი, ლიმონის არომატიზატორი, სამფუძიანი ნატრიუმის ციტრატი, სახამებელი (სიმინდის სახამებელი), ტიტანის დიოქსიდი, ტრიკალციუმის ფოსფატი, D and C ყვითელი N10 (E104), FD and C ყვითელი N6 (E110).

ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომების (ჰიპერთერმია, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, სურდო, ცრემლდენა) და გრიპის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება: უფროსებისათვის: ერთი პაკეტი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა ცხელ წყალში და გამოიყენონ ცხელი სახით. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიმეორონ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 4 მიღებისა დღე-ღამეში. შესაძლებელია გემოვნებით შაქრის ან თაფლის დამატება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტოქსიური ეპიდერმური ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი; თავბრუსხვევა, მომატებული აღგზნებადობა (განსაკუთრებით ბავშვებში), ძილის მოშლა, ძილიანობა, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება; ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია; გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, დიარეა; ბრონქოსპაზმი ან ბრონქიალური ასთმის გამწვავება, მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ; გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა; შარდის შეკავება, დიდი ხნის განმავლობაში მისი დიდი დოზებით მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნეფროტოქსიურ მოქმედებას. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში სასურველია თავი აარიდონ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მექანიზმებზე მუშაობას და სხვა პოტენციურად საშიშ საქმიანობას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კონტრაქტ ფარმაკალი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ფენილეფრინი+ქლორფენირამინი+ასკორბინის მჟ
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი