პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - timolol maleat, pilocarpine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები → ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → ბეტა-ადრენობლოკატორები
წამლის ფორმა: თვალის წვეთები
შემცველობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: პილოკარპინის ჰიდროქლორიდი 20 მგ ; თიმოლოლის მალეატი 6,84 მლ (თიმოლოლის 5 მგ - ის ექვ .)
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა; ნატრიუმის ციტრატი; ჰიპრომელოზა; საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხნარი.
გამოშვების ფორმა:
ფოტილი ®, თვალის წვეთები 20 მგ + 5 მგ / მლ
5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში პლასტიკური საცობით დახრახნილი ხუფით. ფლაკონ-საწვეთური პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში.
მიღების ჩვენება:
გლაუკომა ან თვალშიდა მომატებული წნევა, როდესაც საჭიროა თიმოლოლის და პილოკარპინის კომბინაცია.
- ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა;
- მეორადი გლაუკომა;
- თვალშიდა წნევის მომატება ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივი დოზირება - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღეღამეში 2- ჯერ. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით ფოტილი® გამოწვეული თვალშიდა წნევის მდგრადი შემცირება მიიღწევა მხოლოდ რამოდენიმე კვირის შემდეგ, ამიტომ თერაპიის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. თუ თვალის წვეთებით ფოტილი® მკურნალობისას პაციენტის თვალშიდა წნევა მომატებული რჩება, რეკომენდებულია გააგრძელოთ მკურნალობა თვალის წვეთებით ფოტილი® ფორტე - 1 წვეთი დღეში-ღამეში 2- ჯერ.
გვერდითი მოვლენები:
თვალის მხრივ:
- მხედველობის დაბინდვა;
- თვალის გაღიზიანება;
- თვალში წვის და ტკივილის ხანმოკლე შეგრძნება;
- ცრემლდენის გაძლიერება;
- „მშრალი თვალის “ სინდრომი;
- ქუთუთოების დერმატიტი;
- კონიუნქტივის ჰიპერემია;
- ცილიარული კუნთის სპაზმი და ინდუცირებული ახლომხედველობა;
- მხედველობის სიმახვილის შემცირება არასაკმარისი განათების დროს (მიოზის შედეგად);
- რქოვანას მგრძნობელობის შემცირება;
- წერტილოვანი კერატიტი;
- ალერგიული ბლეფაროკონიუნქტივიტი .
ბადურას ჩამოცლის რამოდენიმე შემთხვევა, ფერადი გარსის რიგიდობა ან კისტის ფორმირება თვალის ფერად გარსში, აღინიშნებოდა მიოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. პილოკარპინის ხანგრძლივი გამოყენების დროს აღინიშნებოდა ბროლის შექცევადი შემღვრევა.
სისტემური:
გულისრევა, დიარეა, ოფლიანობა, ჭარბი სალივაცია და არტერიული წნევის დაწევა, გულისუკმარისობა, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრადიკარდია, არითმია, საფეთქლის და სუპრაორბიტალური თავის ტკივილები, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.
თიმოლოლი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ახდენს ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე .
გულის უკმარისობის მქონე ყველა პაციენტში, მან შეიძლება გამოიწვიოს ასთენიური სინდრომი, გულისრევა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი და დეპრესია.
ძალზე იშვიათად – ცხვირის დაცობა, დიპლოპია და ფტოზი.
დოზის გადაჭარბება
პარასიმპათომიმეტური პრეპარატების და ბეტა - ადრენობლოკატორების დოზის გადაჭაერბებით გამოწვეული ყველაზე ზოგადი სიმპტომები: ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაწევა, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ატროპინი შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც პილოკარპინის ანტიდოტი. იზოპრენალინის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად გამოხატული ბრადიკარდიის ან ბრონქოსპაზმის ასაცილებლად, დობუტამინი არტერიალური ჰიპოტენზიის სამკურნალოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
115948
ბრენდი
მანუფაქტურინ ფექიჯინ ფარმაკა (მპფ)
ჯენერიკი
პილოკარპინის ჰიდროქლორიდი+თიმოლოლი