ფოტილი ფორტე წვეთები თვალის 40მგ+6.84მგ 5მლ ფლაკონი #1
ფოტილი ფორტე წვეთები თვალის 40მგ+6.84მგ 5მლ ფლაკონი #1

ფოტილი ფორტე წვეთები თვალის 40მგ+6.84მგ 5მლ ფლაკონი #1

ფინეთი

სანტენი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - timolol maleat, pilocarpine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები → ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → ბეტა-ადრენობლოკატორები
შემადგენლობა:
პრეპერატის 1 მლ შეიცავს;

აქტიური ნივთიერებები:
პილოკარპინის ჰიდროქლორიდი 40 მგ/მლ, თიმოლოლის მალეატი 6,84 მგ (თიმოლოლის 5 მგ - ის ექვ .)

დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ჰიპრომელოზა, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლაუკომის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება (M – ქოლინომიმეტიკი და ბეტა - ადრენობლოკატორი)

მიღების ჩვენებები:
გლაუკომა ან მომატებული თვალშიდა წნევა, როდესაც საჭიროა თიმოლოლის და პილოკარპინის კომბინაცია.
- ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა;
- მეორადი გლაუკომა;
- თვალშიდა წნევის მომატება ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.

უკუჩვენება
- წინა უვეიტი;
- სინუსური ბრადიკარდია;
- II-III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა;
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- კარდიოგენური შოკი;
- ბრონქული ასთმა ;
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე ( ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის
ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო );
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- უშუალოდ ოფთალმოლოგიური ოპერაციების და თვალის სხვა დაავადებების
შემდგომი მდგომარეობა, როდესაც გუგის შევიწროება არასასურველია.

მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივი დოზირება - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში დღე–ღამეში 2-ჯერ. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით ფოტილი® გამოწვეული თვალშიდა წნევის მდგრადი შემცირება მიიღწევა მხოლოდ რამოდენიმე კვირის შემდეგ, ამიტომ თერაპიის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. თუ თვალის წვეთებით ფოტილი® მკურნალობისას პაციენტის თვალშიდა წნევა მომატებული რჩება, რეკომენდებულია გააგრძელოთ მკურნალობა თვალის წვეთებით ფოტილი® ფორტე - 1 წვეთი დღეში-ღამეში 2- ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
თვალის მხრივ:
- მხედველობის დაბინდვა;
- თვალის გაღიზიანება;
- თვალში წვის და ტკივილის ხანმოკლე შეგრძნება;
- ცრემლდენის გაძლიერება;
- „მშრალი თვალის “ სინდრომი;
- ქუთუთოების დერმატიტი;
- კონიუნქტივის ჰიპერემია;
- ცილიარული კუნთის სპაზმი და ინდუცირებული ახლომხედველობა;
- მხედველობის სიმახვილის შემცირება არასაკმარისი განათების ფონზე
(მიოზის შედეგად);
- რქოვანას მგრძნობელობის შემცირება;
- წერტილოვანი კერატიტი;
- ალერგიული ბლეფაროკონიუნქტივიტი .
ბადურას ჩამოცლის რამოდენიმე შემთხვევა, ფერადი გარსის რიგიდობა ან კისტის ფორმირება თვალის ფერად გარსში, აღინიშნებოდა მიოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. პილოკარპინის ხანგრძლივი გამოყენების დროს აღინიშნებოდა ბროლის შექცევადი შემღვრევა.

სისტემური:
გულისრევა, დიარეა, ოფლიანობა, ჭარბი სალივაცია და არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უკმარისობა, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრადიკარდია, არითმია, გამონაყარი კანზე, საფეთქლის და სუპრაორბიტალური თავის ტკივილები.
თიმოლოლი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ახდენს ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
გულის უკმარისობის მქონე ყველა პაციენტში, მან შეიძლება გამოიწვიოს ასთენიური სინდრომი, გულისრევა, თავბრუსხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი და დეპრესია.
ძალზე იშვიათად - ცხვირის დაცობა, დიპლოპია და ფტოზი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანტენი
ქვეყანა
ფინეთი
ჯენერიკი
პილოკარპინის ჰიდროქლორიდი+თიმოლოლი
დოზა
40მგ+6.84მგ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი