საერთაშორისო დასახელება - antibodies[to brain-specific protein S-] სავაჭრო დასახელება: ტენოტენი საბავშვო სამკურნალო ფორმა: ჰომეოპათიური მოსაწუწნი ტაბლეტები.
შემადგენლობა: აქტიური კომპონენტები: თავის ტვინის სპეციფიკური ცილების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები შ-100 – 0.003გ*. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 0,267გ, მიკროკრისტალური ცელულოზა 0,03გ, მაგნიუმის სტეარატი 0,003გ. ფარმაკოთერეაპიული ჯგუფი: ჰომეოპატური საშუალება
გამოყენების ჩვენება: ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს მომატებული აგზნებადობა, გაღიზაიანება, შფოთვა, ქცევის და ყურადღების დარღევვა, ვეგეტატიური დარღევვები. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი.
უკუჩვენება მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, საბავშვო ასაკი 3 წლამდე. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტენოტენი საბავშვოს გამოყენება არ შესწავლილა.პრეპარატისგამოყენებისაუცილებლობისდროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი/სარგებლის თანაფარდობა.
გამოყენების წესი და დოზირება მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე _ 1 ან 2 ტაბლეტი (ჩერდება პირის ღრუში სრულ გახსნამდე _ არა კვების დროს). აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გაიხსნას ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლის მცირე რაოდენობაში. ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ, მკურნალობის კურსი- 1-3 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს 6 თვემდე ან განმეორდეს 1-2 თვის შემდეგ. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომი. მიიღება 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი - 1-3 თვე. მკურნალობის დაწყებიდან 3_4 კვირის შემდეგ, მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესების არარსებობისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები აღნიშნული ჩვენებების და მითითებული დოზირების დაცვისას გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობა. იმის გამო, რომ პრეპარატს ტენოტინი საბავშვო გააჩნია გამააქტივირებელი თვისებები, მისი მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე.