სოლერონი ტაბლეტი 200მგ #30

სოლერონი ტაბლეტი 200მგ #30

უკრაინა

ფარმა სტარტი
პროდუქტის შესახებ
სოლერონი 200 მგ

1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ამისულპრიდს 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენების ჩვენებები:
შიზოფრენიის მკურნალობა.

გამოყენების მეთოდი და დოზები.
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
თუ სადღეღამისო დოზა არ აღემატება 400 მგ-ს, პრეპარატ სოლერონის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ. 400 მგ-ზე მეტი დოზა უნდა დაიყოს 2 მიღებად დღეში.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
- არტერიული ჰიპერტენზიის სერიოზული ეპიზოდები აღინიშნა ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდოპამინერგული საშუალებებით, მათ შორის ზოგიერთი ბენზამიდით. ამასთან დაკავშირებით, ეს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში დიაგნოსტირებული ან საეჭვო ფეოქრომოციტომით.
- ბავშვები სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე.
- დიაგნოსტირებული ან საეჭვო პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები (მაგალითად, ჰიპოფიზის პროლაქტინომა და სარძევე ჯირკვლის კიბო (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები და სიფრთხილის ზომები" და "გვერდითი რეაქციები").
- ციტალოპრამთან, ესციტალოპრამთან, დომპერიდონთან, ჰიდროქსიზინთან, პიპერაქინთან, არაანტიპარკინსონურ დოფამინერგულ საშუალებებთან (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი) კომბინაციაში (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები").

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25˚С.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმა სტარტი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ამისულპრიდი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი