მელატონინი ტაბლეტი 3მგ #20

მელატონინი ტაბლეტი 3მგ #20

რუმინეთი

ვიტემა

მელატონინი 3 მგ ეხმარება მშვიდი ძილის მიღწევაში და ბიორიტმის რეგულაციაში. გაეცანით ანოტაციას, სარგებელს და სწორ გამოყენებას.

პროდუქტის შესახებ

მელატონინი ტაბლეტი 3მგ


შემადგენლობა:

მელატონინი 3მგ


დამატებითი ინგრედიენტები:


მოცულობის გამზრდელი ნივთიერებები (სტარკაპი 1500-სიმინდის სახამებელი და პრეჟელატინიზებული სახამებელი და იზომალატი), ანტი-აგლომერანტული ნივთიერებები (კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები).


ჩვენება:


ხელს უწყობს დაძინებისთვის საჭირო დროის შემცირებას.

სასაურველი ეფექტი დგება დანიშნულების მიხედვით დაძინებამდე მელატონინის 1მგ მიღებით.

ძილის დარღვევების შესამსუბუქებლად (განსაკუთრებით ძილის დარღვევების დროს, როდესაც იცვლება დროის სარტყელი) სასარგებლო ეფექტი მიიღწევა 0,5 მგ მელატონინის მიღებით ძილის წინ, მოგზაურობის პირველ დღეს და დანიშნულების ადგილას მისვლიდან მომდევნო რამდენიმე დღეში.


მიღების წესი:


რეკომენდირებული დღიური დოზაა:

მოზრდილებისთვის დღეში 1 ტაბლეტი, ძილის წინ.

ტაბლეტი მიიღება საკმაირიი რაოდენობის წყალთან ერთად.


განსაკუთრებული მითითებები:

უპირველეს ყოვლისა, მელატონინი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე მოზარდებისთვის. პრეპარატის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს გვერდითი ეფექტის სახით ფაღარათი, ამიტომ პირველივე დოზების მიღების დროს დააკვირდით თქვენს მდგომარეობას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას: ზედმეტი რაოდენობა არ ზრდის ეფექტურობას, თუმცა, იმატებს არასასურველი რეაქციების რისკი.

მელატონინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთა საქმიანობა ინტენსიურ კონცენტრაციას მოითხოვს (მაგ., მექანიზმებთან მუშაობა). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მათთვისაც, ვინც მართავს ავტომობილს - პრეპარატის მიღების შემდეგ საჭესთან დაჯდომა არასასურველია.

გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი არის საკვები დანამატი და ვერ შეცვლის დაბალანსებულ კვებას, ინდივიდუალურად შერჩეულ დიეტას და ჯანსაღ ცხოვრების წესს. მელატონინი არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ან მიღების პერიოდში აღენიშნებათ აუტოიმუნური დაავადება, ასევე ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები - ამ დროს აუცილებელია მკურნალ ექიმთან შეთანხმება. დამატებით, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მელატონინი არ მიიღება, რადგან შეიძლება გავლენა ჰქონდეს მეტაბოლურ პარამეტრებზე და მკურნალობის გეგმაზე.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან გაქვთ ქრონიკული მდგომარეობა, მელატონინის მიღების დაწყებამდე უპრიანია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. სწორი დოზა და ინდივიდუალური რისკების შეფასება არის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების მთავარი პირობა.



შენახვის პირობები:


ინახება გრილ (არაუმეტეს 25℃), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვიტემა
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
მელატონინი
დოზა
3მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | მელატონინი ტაბლეტი 3მგ #20