ნაუს მელატონინი კაფსულა 3მგ #60

ნაუს მელატონინი კაფსულა 3მგ #60

ამერიკის შეერთებული შტატები

ნაუ ფუდსი
პროდუქტის შესახებ
MELATONIN 3mg  60 VCAPS
ნაუს მელატონინი 3მგ 60 კაფსულა

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: მელატონინი 3მგ; პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.
გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.

ჩვენება: ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესობას; ასუფთავებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან; ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღ ფუნქციონირებას. მელატონინს გამოიმუშავებს თავის ტვინში არსებული გირჩისებრი სხეული-ეპიფიზი, ძილის დროს.
მელატონინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც შთანთქავს თავისუფალ რადიკალებს. ის გავლენას ახდენს თავის ტვინისა და ენდოკრინული ჯირკვლების სრულფასოვან ფუნქციონირებაზე.
ასევე მელატონინს აქვს ანტიკანცეროგენული მოქმედება. იგი გავლენას ახდენს ძილისა და სიფხიზლის ციკლის ნორმალიზებაზე, არეგულირებს იმუნურ სისტემის მუშაობას და გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაზე.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა წყლალთან ერთად ძილის წინ.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. მიიღება ძილის წინ. არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენება ალკოჰოლთან ერთად. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ნერვული სისტემის დარღვევების შემთხვევაში); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში (განსაკუთრებით სედაციური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები).

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.

მწარმოებელი: ნაუ ფუდს (Now Foods), ამერიკა

იმპორტიორი საქართველოში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნაუ ფუდსი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
მელატონინი
დოზა
3მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი