კამელოტი ი/მ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #3
კამელოტი ი/მ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #3

კამელოტი ი/მ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #3

თურქეთი

იდოლ ილაჩ დოლუმი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა

1 ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები.
ჩვენება

პრეპარატი კამელოტი (მელოქსიკამი) საინექციო ხსნარის ფორმით ნაჩვენებია მკურნალობის საწყისი პერიოდისა და ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი, სიმპტომური თერაპიისათვის რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.



დოზირება და მიღების წესი

კამელოტი ენიშნებათ ზრდასრულ პაციენტებს. პრეპარატის კუნთში (ინტრამუსკულური) შეყვანა ნაჩვენებია მკურნალობის მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში თერაპია გრძელდება პრეპარატის პერორალური ფორმის (ტაბლეტები) მიღებით.

მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 15 მგ-ს შეადგენს.

გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში, მკურნალობას 7.5 მგ-ით იწყებენ.



უკუჩვენება

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

- ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმა;

- თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (თუ ჰემოდიალიზი არ ტარდება);

- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა ტვინში ან ნებისმიერი სხვა სახის სისხლდენა;

- ანტიკოაგულანტებით მიმდინარე თერაპია.

კამელოტი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. არსებობს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა ასას-ებთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა. ასევე, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც ასთმის, ნაზალური პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების სიმპტომები (დაკავშრებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ების მიღებასთან) აღენიშნებათ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.



გამოყენება პედიატრიაში

მელოქსიკამის ინტრამუსკულური ინექციების სახით დოზირების რეჟიმი ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. შესაბამისად, კამელოტი (მელოქსიკამი) მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს.
ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25რС, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!



აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდოლ ილაჩ დოლუმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მელოქსიკამი
დოზა
15მგ/1.5მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი