პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სუსპენზიის 5 მლ (ერთი კოვზი): 50 მგ ვიტამინი C, 10მგ ბეტა გლუკანი, 5 მგ ვიტამინი E, 3,5 მგ თუთია, 15 მკგ სელენი; დამხმარე ნივთიერებები: წყალი, შაქრის სიროფი, გლიცეროლი, ფორთოხლის და მანგოს არომატიზატორები, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) (1,00%), თუთიის სულფატი (0,3078%), DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) (0.20%), ბეტა გლუკანი (0,20%), L- სელენმეთიონინი (სელენი) (0,00075%).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ხშირად მოავადე ბავშვები, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი, ბავშვის დაცვა სეზონური ინფექციებისგან.
დოზირება და მიღების წესი: გამოყენების წინ უნდა მოხდეს ბოთლის შენჯღრევა. ინიშნება 6 თვის ასაკიდან, 5 მლ ერთხელ დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად. კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გარეგნული სახე და შეფუთვა: სუსპენზია, 100 მლ ბოთლში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ბერკო ფარმაკეუტიკალს ენდ ქემიკალს ინდ.ინც.
სარეგისტრაციო სერთიფიკატის მფლობელი: ბერკო ფარმაკეუტიკალს ენდ ქემიკალს ინდ.ინც. იენისეჰირ მაჰ. ოზგურ სოკ. ნომერი 16, ატასეჰირ სტამბული, თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
132276
ჯენერიკი
ბეტა გლუტანი+ვიტ ც+ვიტ ე+თუთია+სელენი