ჰორმონული საშუალება (პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი).
ჩვენებები: ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი; ჰიპეპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში - ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში - იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება); ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით). იდიოპათიური ჰიპეპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპეპროლაქტინემიასთან. დოზირების რეჟიმი:
მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დასათრგუნად ინიშნება 1 მგ (2 ტაბლეტი 0.5 მგ) ერთხელ მშობიარობიდან პირველივე დღეს.
დაწყებული ლაქტაციის დასათრგუნად - 0.25 მგ (1/2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში (ჯამური დოზა 1 მგნ), აღნიშნული დოზირებისას გვერდითი ეფექტები (განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია) ნაკლებად აღინიშნება.
ჰიპეპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება კვირაში 1-2-ჯერ (მაგ. ორშაბათს ან ორშაბათს და ხუთშაბათს). საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს (0.25 მგ) ან 1 ტაბლეტს (0.5 მგ) კვირაში. თერაპიული ეფექტის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა. კვირის დოზის მომატება წარმოებს თანდათანობით (0.5 მგ 1-თვიანი ინტერვალით). საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1 მგ-ს კვირაში და შეიძლება მისი მერყეობა 0.25 მგ-დან 2 მგ-მდე კვირაში. ჰიპეპროლაქტინემიით შეპყრობილ პაციენტებში იყენებენ 4.5 მგ-ს კვირაში. პრეპარატის მიღება ხდება ჭამის დროს.
უკუჩვენებები:
* კაბერგოლინის და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები;
* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლა;
* ორსულთა ტოქსიკოზი;
* ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. 16 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია:
*რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.
* ეფექტური დოზის შერჩევისას, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის რეგულარული (თვეში ერთხელ) კონტროლი. მისი ნორმალიზაცია აღინიშნება 2-4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
* პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები. ცერვიკალური და ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩათვლით.