საერთაშორისო დასახელება - სენოზიდი სენოზიდები , ტაბლეტები საფაღარათო საშუალება შემადგენლობა: თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს : სენას ექსტრაქტს , რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით .
აღწერილობა: სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება , რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე . იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს .
ჩვენებები: სენოზიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ყაბზობის დროს .
უკუჩვენებები: * სენოზიდეს ტაბლეტების მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.
გვერდითი ეფექტები: სენოზიდიმ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .
სიფრთხილის ზომები: სენოზიდის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა . სიფრთხილეა საჭირო ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც . ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ .
მიღების გზები და დოზირება: ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 ტაბლეტი ძილის წინ; მოზრდილები : 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .