საერთაშორისო დასახელება - Hippophae rhamnoides წამლის ფორმა: სანთელი 0,5 გ
შემადგენლობა: 0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით შეიცავს ქაცვის ზეთს და სანთლის ფუძეს. ქაცვის ზეთი- კაროტინებისა და კაროტინოიდების ნარევს, ტოკოფეროლებს, ქლოროფილს, ოლეინის, ლინოლეუმის, პალმითინის და სტეარინის მჟავეების გლიცერიდებს.
აღწერილობა: ნარინჯისფერი ან მუქი ნარინჯისფერი ფერის სუპოზიტორია.
ჩვენება: 0,5 გ სანთელი ქაცვის ზეთით პროქტოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეპარაციული პროცესების სტიმულაციისათვის. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ბუასილის დროს, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების სამკურნალოდ, პროქტიტების დროს, მსხვილ ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, აგრეთვე სხივური თერაპიის დროს დაზიანებული მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქვედა ნაწილის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება სწორი ნაწლავის გასუფთავების შემდეგ 1-2 –ჯერ დღეში, დილით და საღამოთი 10-15 დღის განმავლობაში.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.
გვერდითი მოვლენები: სწორ ნაწლავში წვის შეგრძნება.
გამოშვების ფორმა: სანთლები, კონტურული ფორმის შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი და 6 თვე .
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +5რ ტემპერატურაზე ”ბ” სიით.