შემადგენლობა: 1 სანთლის 1 გრ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: Atropa belladonna ex herba ferm 33a dil D2 (ბელადონა) 1 მგ, Chamomilarecutita e radice Ferm 33c (გვირილა) - 1 მგ, Nicotianatabacum e folis Ferm 33b dil D4 (თამბაქო) 1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი-10 მგ, გლიცეროლი, მყარი ცხიმი, თაფლი.
ჩვენებები: მონელების პროცესების სისუსტის გამო განვითარებული შებერილობა და მუცლის სპაზმები. მუცლის ტკივილი და მასთან დაკავშირებული მოუსვენრობა და ძილის დარღვევა ბავშვებში.
დოზირება და მიღების წესი: 1 სანთელი 1-3-ჯერ დღეში 1-7 წლის ასაკის ბავშვებში სწორ ნაწლავში შესაყვანად. თუ მკურნალობიდან 2-5 დღეში არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მიემართოს ექიმს. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეფუთვა და გარეგნული სახე: შეფუთვაშია 1 გრ #10 სანთელი.