ფორტრანსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 73.69გრ პაკეტი #4
ფორტრანსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 73.69გრ პაკეტი #4

ფორტრანსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 73.69გრ პაკეტი #4

საფრანგეთი

ბოფურ იპსენ ინდუსტრია
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Macrogol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები
აქტიური ნივთიერება
მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენგლიკოლი)-64.000გ;
ნატრიუმის სულფატის ანჰიდრიდი-5.700გ
ნატრიუმის ბიკარბონატი-1.680გ
ნატრიუმის ქლორიდი-1.460გ
კალიუმის ქლორიდი-0.750გ
ნატრიუმის საქარინი-0.100გ
საერთო წონა-73.690გ
ფორტრანსი წარმოადგენს მომწარო-მარილიანი გემოს მქონე თეთრი ფერის ფხვნილს.

ფორმა:
ფხვნილი დასალევი ხსნარის მოსამზადებლად პაკეტებში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება
ჩვენება:
მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება, აგრეთვე ნაწლავების შიგთავსისაგან დაცლის მიზნით ოპერაციული ჩარევა.

წინააღმდეგჩვენება:
ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრად გამოხატული დარღვევები (მაგ, დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა); ნაწლავების გაუვალობა; მსხვილი ნაწლავის ტოქსიური გაფართოვება; კუჭის ან ნაწლავების სტენოზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართულია.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, შეშუპებები), აგრეთვე გულისრევა და ღებინება, მუცლის შებერვა, პრეპარატის პირველი დოზების მიღებისას სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

სიფრთხილე:
სხვადასხვა დაავადებებით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფორტრანსის მიღებით გამოწვეული დიარეა იწვევს ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების აბსორბციის პროცესის დარღვევას.
სხვა პრეპარატებზე ფორტრანსის ზემოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი სხვა პრეპარატებით მკურნალობის შესახებ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს პერორალურად (15 წლის ასაკის ზემოთ). თითოეული პაკეტის შიგთავსს ათავსებენ ჭიქაში და ასხამენ 1ლ წყალს. ურევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე.
სავარაუდო დოზა: 1ლ ხსნარი 15-20კგ სხეულის წონაზე, რაც შეესაბამება 3-4ლ ხსნარს. პრეპარატს იღებენ საღამოს გამოკვლევის წინა დღეს ან დილით გამოკვლევის დროს. პრეპარატის ბოლო მიღება ხდება 3-4სთ-ით ადრე პროცედურის ჩატარების წინ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბოფურ იპსენ ინდუსტრია
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
მაკროგოლი+ნატრიუმის სულფატი+ნატრიუმის ბიკარბონატი+ნატრიუმის ქლორიდი+კალიუმის ქლორიდი
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
მოცულობა
73.69გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი