პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Famotidinum
შემადგენლობა
აპკით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფამოტიდინს 20 ან 40მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გარსი: ჰიდრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, საღებავი რკინის ყავისფერი ოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელი საშუალება - H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
მიღების ჩვენება
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეციდივების პროფილაქტიკა;
• ეროზიული გასტროდუოდენიტი;
• ფუნქციონალური დისპეფსია, სეკრეციის მომატებულ ფუნქციასთან დამოკიდებული;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომური და სტრესული წყლულები;
• რეფლუქს-ეზოფაგიტი;
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული რეციდივების პროფილაქტიკა.
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
• სისტემური მასტოციტოზი;
• პოლიენდოკრინული ადენომატოზი;
• ოპერაციის შემდგომ პერიოდში სისხლდენების რეციდივების პროფილაქტიკა.
• კუჭის წვენის ასპირაციის პროფილატიკა იმ პაციენტებში, რომლებსაც ოპერაცია უკეთდებათ ზოგადი ანესთეზიით (მენდელსონის სინდრომი);
• ასპირაციული პნევმონიის პროფილაქტიკა;
• დისპეფსია ეპიგასტრალური ან გულმკერდის არეში ტკივილებით, რომელბიც ჩნდება ღამე ან დაკავშირებულია საკვების მიღებასთან.
უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის ან სხვა H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერების მიმართ.
სიფრთხილით: თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტოსისტემური ენცეფალოპათიით (ანამნეზში), იმუნოდეფიციტი, ბავშვთა ასაკი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში-პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
გამოყენების მეთოდი და დოზები
შიგნით, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის სითხით.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების ფაზაში, სიმპტომური წყლულებისას, ეროზიული გასტროდუოდენიტისას ჩვეულებრივ ინიშნება 20მგ 2-ჯერ დღეში ან 40მგ დღეში ერთხელ ღამით. აუცილებლობისას დღეღამური დოზა შეიძლება გაიზარდოს 80-160 მგ-მდე. მკურნალობის კურსი 4-8 კვირა.
კუჭის სეკრეტორული ფუნქციის მომატებასთან დაკავშირებული დისპეფსიისას ინიშნება 20მგ დღეში 1-2-ჯერ.
წყლულოვანი დაავადების რეციდივის პროფილაქტიკისთვის ინიშნება 20მგ დღეში ერთხელ ძილის წინ.
რეფლუქს-ეზოფაგიტისას 20-40მგ დღეში 2-ჯერ 6-12 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომისას პრეპარატის დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20მგ-ს ყოველ 6 საათში და შეიძლება გაიზარდოს 160მგ-მდე ყოველ 6 საათში.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკისთვის ზოგადი ანესთეზიისას ინიშნება 40მგ საღამოს ან/და დილით ოპერაციის წინ. ფამოტიდინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად.
თირკმლის უკმარისობისას თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30მლ/წთ-ზე მეტს ან შრატში კრეატინინის შემცველობა 3მგ/100მლ-ზე მეტია, პრეპარატის დღეღამური დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს 20მგ-მდე.
გვერდითი მოქმედება
• პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მადის დარღვევა;
• “ღვიძლის” ფერმენტების მომატებული აქტივობა, ჰეპატიტი, მწვავე პანკრეატიტი;
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ხმაური ყურებში;
• სწრაფი დაღლა, ძილიანობა, დეპრესია, ნევროზულობა, ფსიქოზი;
• არამკვეთრი მხედველობა, აკომოდაციის დამბლა;
• ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ჰიპერთერმია;
• ცხელება;
• ბრადიკარდია, არითმია, ვასკულიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ანტრიო-ვენტრიკულური ბლოკადა.
• ტკივილი კუნთებში, სახსრების ტკივილი;
• კანის სიმშრალე, ალოპეცია, ჩვეულებრივი ფერიჭამიები, კანის გამონაყარი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, მომატებული მგრძნობელობის სხვა გამოვლინებები;
• სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, აპლაზია.
• დიდი დოზების ხანგრზლივი მიღებისას-ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, ამენორეა, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125264